fbpx
ლოგოს დიზაინი

მაგთის 24 წლიანი ისტორია ახალი ლოგოთი გრძელდება

თარიღი: 22 September, 2020

მაგთის 24 წლიანი ისტორია ახალი ლოგოთი გრძელდება. დღეიდან კომპანია საკუთარ მოღვაწეობას ახალი ლოგოთი განაგრძობს. ლოგოს იდეა და კონცეფცია არ შეცვლილა, თუმცა მისი ფორმები უფრო დახვეწილი და თანამედროვე ტენდენციებზეა მორგებული.
განახლებული ლოგო გიორგი ბოხუას ეკუთვნის.

რა იდეას ატარებს მაგთის განახლებული ლოგო?

მაგთის ძველი და ახალი ლოგოს იდეა შენარჩუნებულია, ეს არის უწყვეტი კავშირი, ლოგო სამი ფიგურისგან შედგება, ერთი ასახავს მიწას, ერთი წყალს და ერთიც ზეცას, რაც ნიშნავს გარემოში უწყვეტობას. სწორედ ამ იდეის მატარებელი უნდა ყოფილიყო განახლებული ვერსიაც,,-გვიყვება გიორგი ბოხუა

სამუშაო პროცესი…

,,ლოგოს დახმარებით მაგთის უწყვეტი კავშირი უნდა გვეჩვენებინა, ლოგო ამავდროულად უნდა ყოფილიყო თანამედროვე ტენდენციებზე მორგებული და უფრო დახვეწილი, იდეა არ შეცვლილა, უბრალოდ შეიცვალა სტილი”

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე

ფასდაკლების მიღება