fbpx
კომიკოსი, როგორც სოციალური მედიის მენეჯერი

კომიკოსი, როგორც სოციალური მედიის მენეჯერი

თარიღი: 24 March, 2021

რა საერთო აქვს კომიკოსს სოციალური მედიის მენეჯერთან?

არსებობს რამდენიმე კომპონენტი, რომელიც ორივე პროფესიის ადამიანის მიზანს მსგავსად წარმოაჩენს.

ზემოთ დასმულ შეკითხვაზე უფრო ზუსტი პასუხის გასაცემად, გაეცანი 5 რჩევას:

იყავი თავდაჯერებული

კომიკოსი, როგორც სოციალური მედიის მენეჯერი

იყავი თავდაჯერებული, მართე სოციალური მედია კომედიის მსახიობის მსგავსად. თუ კომიკოსი საკუთარ ხუმრობაში და შესაძლებლობებში არ არის დარწმუნებული, ის ვერ შეძლებს მაყურებლის გაცინებას. ასევეა სოციალური მედიის შემთხვევაშიც, თუ შენ არ ხარ დარწმუნებული კონტენტში, აუდიტორიის დაინტერესება გაგიჭირდება.

შეიქმენი რეალური მოლოდინი

კომიკოსი, როგორც სოციალური მედიის მენეჯერი

არ იფიქრო რომ შენს კონტენტს თავიდანვე ეყოლება მკითხველი, რომელიც ღამეებს გაატარებენ სტატიების, რჩევების კითხვაში. ეს არ არის Netflix-ის სერიალი თავიდანვე მარტივი რომ იყოს მაყურებლის ,,ჩათრევა”, აუდიტორიას სჭირდება დრო დანტერესებისთვის.

დაელოდე მოთმინებით

კომიკოსი, როგორც სოციალური მედიის მენეჯერი

კომიკოსი ყოველთვის ვერ იტყვის კარგ ხუმრობებს, ზოგჯერ ძალიან იცინებს მაყურებელი, ზოგჯერ საშუალოდ, ზოგჯერ კი საერთოდ არ გაეცინება ხუმრობაზე. კონტენტის შემთხვევაშიც ასეა, ზოგჯერ ძალიან დიდი ინგეიჯმენთი ექნება პოსტს, ზოგჯერ კი ძალიან მცირე.

არ დანებდე

კომიკოსი, როგორც სოციალური მედიის მენეჯერი

იქნება შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ პოსტზე უარყოფით კომენტარებს დაგიწერენ, მაგრამ ამან არ უნდა შეგაშინოს. კომიკოს ხშირად ამცირებენ და ფიქრობენ რომ იუმორის გრძნობა არ აქვს, მაგრამ ერთმა წარმოდგენამ არ შეიძლება განსაზღვროს შენი შესაძლებლობები.

იმუშავე საკუთარ თავზე

კომიკოსი, როგორც სოციალური მედიის მენეჯერი

კარგ ხუმრობებს სჭირდება დრო, სწავლა, უნარების გამომუშავება, რეპეტიცია, ასეა კარგი კონტენტის შემთხვევაშიც, არ შეწყვიტო საკუთარ თავზე მუშაობა.

ახლა უკვე იცი ზემოთ დასმული შეკითხვაზე პასუხი, გახსოვდეს ეს რჩევები კომიკოსის მაგალითზე.