fbpx
ინტერიერის დიზაინის კურსი

ქეთევან ვარდიაშვილისა და სალომე პერტაიას ისტორია: ინტერიერის კურსიდან საკუთარ ინტერიერის დიზაინის სტუდიამდე

თარიღი: 4 June, 2025

გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულების, ქეთევან ვარდიაშვილისა და სალომე პერტაიას ისტორიას, რომლებმაც ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში ინტერიერის დიზაინისა და ინტერიერის 3D ვიზუალიზაციის კურსები გაიარეს და დააარსეს საკუთარი ინტერიერის დიზაინის სტუდია “არტანდე.”

მე ვარ ქეთევან ვარდიაშვილი. დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ახალი და თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით. პროფესიით ვარ ხელოვნებათმცოდნე.

მე ვარ სალომე პერტაია. დავამთავრე თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია, რესტავრაცია, ხელოვნების ისტორია და თეორიის ფაკულტეტი. პროფესიით ვარ ხელოვნებათმცოდნე. 

ციფრული ინდუსტრიის აკადემია დაახლოებით ერთი წლის წინ აღმოვაჩინეთ სოციალური მედიის საშუალებით. დაგვაინტერესა თქვენმა საინტერესო და კრეატიულმა სარეკლამო რგოლმა, რომელშიც ჩვენი მომავალი მენტორი, ელენე ღვინეფაძე საუბრობდა ინტერიერის დიზაინის კურსის შესახებ. რადგანაც ჩვენი პროფესია დაკავშირებულია სტილებთან, ფერებთან და ესთეტიკასთან ვიფიქრეთ, რომ ინტერიერის დიზაინის შესწავლით შევძლებდით არსებული ცოდნის სინთეზს სრულიად ახალ, ტექნიკურ პროფესიასთან, რომელიც დაგვეხმარებოდა საკუთარი თავის რეალიზებაში, ჩვენი სტილისა და გემოვნების გაზიარებაში.

ციფრული ინდუსტრიის აკადემიის კურსებმა – ინტერიერის დიზაინი, 3DS MAX, რომელსაც გვიზიარებდა საკუთარი საქმის ერთგული, პროფესიონალი, სტუდენტების მიმართ განსაკუთრებულად მეგობრული და ყურადღებიანი მენტორი ელენე ღვინეფაძე, მოგვცა სითამამე გადაგვედგა პირველი ნაბიჯები გაბედულად და დაგვეწყო ამ სფეროში მოღვაწეობა, როგორც ინტერიერის დიზაინერებს.

ციფრული ინდუსტრიის აკადემიამ კურსის ფარგლებში აღმოგვაჩენინა ერთმანეთი, მოგვიტანა ერთმანეთისადმი ნდობა, მეგობრობა, რაც შემდგომში გახდა საწინდარი იმისა, რომ დაგვეწყო ერთად ფიქრი კარიერული განვითარებისაკენ და ცოდნის გაზიარებით, ერთობლივი ძალებით, თანამშრომლობით დაგვეარსებინა საკუთარი ინტერიერის დიზაინის სტუდია “არტანდე.”

ამჟამად, დასაქმებულები ვართ ჩვენსავე დაარსებულ ინტერიერის დიზაინის ონლაინ პლატფორმაზე “ არტანდე”, რომელიც ამ ეტაპისთვის ვფიქრობთ, რომ უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი და მოტივატორია საქმის ზრდისკენ და მისი გაფართოების გასაგრძელებლად. ჩვენ ვქმნით დამკვეთზე მორგებულ მყუდრო და კომფორტულ სტილს და ვთავაზობთ ინტერიერის დიზაინს. ასევე დამკვეთის გემოვნებით შერჩეული დიზაინით ავეჯის დამზადებას უზრუნველყოფს ჩვენი თანაგუნდელი და თანაჯგუფელი 3D Max-ში, ჯეკო ხალიანი. ჩვენს მიერ მოწოდებული, ვიზუალური პროექტის განხორციელებაში კი დამკვეთის სურვილისამებრ, ჩვენი პროფესიონალი სარემონტო გუნდი გვეხმარება, დამკვეთის იდეებისა და ოცნებების რეალიზებაში. 

ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევთ, რომ კონკურენტული გარემო გაიხადონ მოტივაციის წყაროდ. არ გაჩერდნენ, განვითარდნენ, იშრომონ და შესთავაზონ საკუთარი, უნიკალური პროდუქტი. 

გიზიარებთ რეალურ პროექტს, რომელზეც ქეთევანმა და სალომემ იმუშავეს:

ინტერიერის დიზაინის კურსი ინტერიერის დიზაინის კურსი ინტერიერის დიზაინის კურსი ინტერიერის დიზაინის კურსი ინტერიერის დიზაინის კურსი ინტერიერის დიზაინის კურსი ინტერიერის დიზაინის კურსი ინტერიერის დიზაინის კურსი ინტერიერის დიზაინის კურსი ინტერიერის დიზაინის კურსი