fbpx
დიზაინი

შთაბეჭდილებები ინტერიერის დიზაინის კურსის შესახებ

თარიღი: 7 December, 2021

,,კურსმა მომცა ყველაზე დიდი ღირებულება და შეგრძნება, რასაც საკუთარი თავის რწმენა ჰქვია.”

დღეს ანა ყუშიტაშვილი მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

-მე ვარ..

მე ანა ვარ. დავამთავრე ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი. ჩემი ცხოვრების ეს ეტაპი უკავშირდება აღმოჩენებს, ახალ წამოწყებებს, რადგან, რაც ოდესმე მისწავლია, არაფერი მომწონებია.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

ვეძებდი კომპეტენტურ სივრცეს, სადაც ნამდვილად მივიღებდი ცოდნას. ჩემს გარშემო ბევრმა ადამიანმა გაუწია რეკომენდაცია თათას. დიდი ხანი არ მიფიქრია, დაგიკავშირდით და უმარტივესი მანიპულაციებით გავხდი ამ კურსის წევრი.

-რატომ ინტერიერის დიზაინი?

ჩემთვის საინტერესოა ყველა სფერო, სადაც შესაძლებლობა გაქვს შენი შემოქმედებითობა გამოხატო. ინტერიერის დიზაინი მრავალი წელია მაინტერესებს. რატომაც არა? – საინტერესოა შენი განწყობა და იდეები გამოხატო ფერებში, ავეჯში, კონცეფციაში.

ინტერიერის დიზაინი

-შთაბეჭდილებები ინტერიერის დიზაინის კურსის შესახებ..

ჩემთვის სასიამოვნო იყო ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც ფორმას აძლევდა ჩემს იდეებს. ენდეთ ხედვებს, რომლებიც ორგანულად იკვეთება თქვენთან და გარემოსთან. ყურადღებით მოუსმინეთ საკუთარ გამოძახილს. ინსპირაციასა და გემოვნებას.

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე..

კურსმა მომცა ყველაზე დიდი ღირებულება და შეგრძნება, რასაც საკუთარი თავის რწმენა ჰქვია. ყველა განსხვავებულები ვართ, მაგრამ აქ მთავარი ერთი რამეა, იყო გულწრფელი საკუთარ ხედვებთან.

-ლექტორი..

იმ უნარების გამომუშავებისთვის, რომლებსაც კურსი გვთავაზობს აუცილებელია ასწავლიდნენ თათას მსგავსი გამოცდილი დარგის პროფესიონალები. ჩემთვის კომფორტული და სასიამოვნო იყო მასთან ურთიერთობა. პროექტზე მუშაობის დროს, ძალიან საინტერესო იყო თათას ხედვები. აშკარაა, რომ მას უყვარს თავისი პროფესია, ამიტომაც მარტივად, ორგანულად გამოსდის ამ ყველაფრის სწავლება და გადმოცემა.

ინტერიერის დიზაინი

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

სწავლის პროცესში ბევრი გამოწვევა და დაბრკოლება შეგხვდებათ. უნდა იპოვოთ გზები, რომლებიც შეგინარჩუნებთ მოტივაციას. არის შემთხვევები, როცა შეიძლება არ ეთანხმებოდეთ თქვენთვის წარმოდგენილ იდეებს. სწორედ აქ უნდა დაიკავოთ საკუთარი პოზიცია. იყავით დარწმუნებულები, რომ თქვენს იდეებს მოისმენენ და განიხილავენ.

 -ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო..

ინსპირაციის წყარო იყო ჩემი თავი, ჩემი შეგრძნებები, ჩემი ტრავმები, ჩემი ემოციები, ჩემი ისტორიები და ჩემი მუსიკა. ეს სივრცეები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან, მაგრამ ყველა ჩემი თავის ვერსიაა, თითოეული მათგანი ჩემში იკვეთება, ჩემ თავს ატარებს.

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი