fbpx
გრაფიკული დიზაინი

I Can’t Breathe – ჩვენი კურსდამთავრებულის ფინალური ნამუშევარი

თარიღი: 17 November, 2020

-ჩემ შესახებ..

მე ვარ ალინა გელენავა, 24 წლის, ვმუშაობ საერთაშორიო კომპანია CryptX-ში, რომელიც წარმოადგენს ოპერაციულ კრიპტო საფულეს (www.cryptx.com) და რომელსაც მომხმარებელი უკვე ისეთ ქვეყნებში ჰყავს, როგორიცაა: აშშ, კანადა და ჰონგკონგი. CryptX-ში მარკეტინგის დიზაინერის პოზიციას ვიკავებ, სადაც მარკეტინგის სტრატეგიის საჭიროებიდან გამომდინარე ვქმნი ილუსტრაციებსა და ციფრულ კონტენტს.

გრაფიკული დიზაინი

-რატომ გრაფიკული დიზაინი?

მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით ვარ ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტი, ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი გრაფიკული დიზაინით. ვცდილობდი ჩემით შემესწავლა გარკვეული პროგრამები და განმევითარებინა ცოდნა ამ მიმართულებით. თუმცა, პრაქტიკულთან ერთად, აუცილებელი იყო თეორიული ცოდნის გაღრმავება, რათა სწორი ხედვა და უნარები ჩამომეყალიბებინა.

გრაფიკული დიზაინი

-ინტერესი ამ სფეროსადმი?

გრაფიკული დიზაინი არის სფერო, სადაც შეგიძლია კრეატივის და შემოქმედებითი პროცესის მაქსიმალური რეალიზება, ეს არის საქმიანობა, რომელიც შეგიძლია შენს პროფესიად გაიხადო და მისგან შემოსავალიც მიიღო.

პანდემიის პერიოდში, საშუალება მომეცა მეტი დრო დამეთმო დიზაინის შესწავლისთვის. გადავწყვიტე ჩემი თავი გამომეცადა და ახალი გამოწვევების წინაშე დამეყენებინა. განსაკუთრებით დღევანდელ ეპოქაში, როცა გრაფიკული დიზაინის მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და გამოყენებადი პროფესია, რაც მისი შესწავლის მოტივაციას მიზრდიდა.

გრაფიკული დიზაინი

-შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ..

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში პრაქტიკულთან ერთად საკმაოდ ღრმა თეორიული ცოდნა მივიღე. შევიმეცნე გრაფიკული დიზაინის განვითარების ეტაპები, მიმართულებები, სტილი და კანონზომიერებები. თუ რაოდენ მნიშვნელობას იძენს პატარა დეტალიც კი და როგორ შეუძლია მთლიანი ნამუშევრის შეცვლა დიზაინის პრინციპების და ტექნიკის თანმიმდევრულობას.

გრაფიკული დიზაინი

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე..

დღეს უკვე სხვა თვალით ვაფასებ თითოეულ სარეკლამო ბანერს და ეტიკეტს. ყველა მათგანში ვცდილობ დავაფიქსირო მისი დიზაინერის ხედვა – თუ რატომ აირჩია კონკრეტული ფერი, გრაფიკული ელემენტი, ფონტი თუ სტილი.

ზოგჯერ ვფიქრობ მე რომ შემექმნა აღნიშნული ბანერი, როგორ გადავწყვეტდი ვიზუალს და რომელ სტილს შევუსაბამებდი. ვცდილობ, ყველა დეტალს გულდასმით ჩავუღრმავდე, მათგან რაღაც ცოდნა მივიღო და ამით ჩემი ხედვა უფრო მეტად დავხვეწო.

გრაფიკული დიზაინი

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

ციფრული ინდუსტრიის აკადემიის შესახებ ხშირად მხვდებოდა პოსტები სოციალურ მედიაში, თვალს ვადევნებდი მათ სიახლეებს და აქტიურად ვესწრებოდი ვებინარებსა თუ მასტერკლასებს, რომლებსაც გამოცდილი და ამ სფეროში ცნობილი ლექტორები ატარებდნენ.
დისტანციურ სწავლებას არანაირი დისკომფორტი არ შეუქმნია ჩემთვის, რადგან სწავლების პერიოდში მუდმივად გვქონდა წვდომა სამუშაო მასალებთან და ლექციების ჩანაწერებთან.

გრაფიკული დიზაინი

-ლექტორი..

ნინი მუშკუდიანი, ძალიან ყურადღებიანი და შრომისმოყვარე ლექტორია, ყოველთვის საფუძვლიანად და მონდომებით გვიხსნიდა ახალ მასალას. ხშირად ლექციისთვის განკუთვნილ დროზე მეტს გვითმობდა, ჩვენს ნამუშევრებს სათითაოდ განიხილავდა, ობიექტური შენიშვნები და რჩევები არასდროს ენანებოდა. მიხარია, რომ მისი სტუდენტი ვიყავი, რადგან მისგან ძალიან ბევრი ვისწავლე.

გრაფიკული დიზაინი

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

ყოველთვის იმუშავეთ საკუთარ თავზე, არასდროს შეწყვიტოთ განვითარება, რადგან გრაფიკული დიზაინის ამოწურვა შეუძლებელია, ის უწყვეტად ვითარდება და ჩვენც მასთან ერთად უნდა გავიზარდოთ.

და რაც მთავარია, არასდროს დანებდეთ, რადგან მხოლოდ დაუღალავი შრომით მიიღწევა ის შედეგები, რაც აღგვაფრთოვანებს დახვეწილი ნამუშევრის თვალიერებისას.

-ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?

ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო იყო ეკოლოგიური პრობლემები, გამონაბოლქვი, დაბინძურებული ჰაერი, ეპიდემია, ვირუსები და ადამიანური ურთიერთობები. მოკლედ, დღევანდელი მსოფლიოს გადაულახავი პრობლემები, რომელთაც დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში დავძლევთ.

Behance – ის ლინკი

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე