fbpx
გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ-კესო აბაშიძე

თარიღი: 16 September, 2020

-ჩემ შესახებ..

გამარჯობა, მე ვარ კესო აბაშიძე 26 წლის. პროფესიით ქორეოგრაფი. ამჟამად ვმუშაობ სკოლა ,,School of Tomorrow”-ში და ასევე პრაქტიკას გავდივარ ,,color group”-ში.

-რატომ გრაფიკული დიზაინის კურსი..

ჩემი აზრით გრაფიკული დიზაინი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა შენი იდეების რეალიზებისთვის. ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა სამუშაო პროცესი, რომლის დროსაც სულ უფრო და უფრო იხვეწები.

გრაფიკული დიზაინი

-ინტერესი ამ სფეროსადმი..

ჩემს ცხოვრებაში რაღაც დოზით ყოველთვის იყო გრაფიკული დიზაინი და სულ მაინტერესებდა, როგორ იქმნებოდა ის ულამაზესი ნამუშევრები, რომლებსაც ვხვდებოდი. ამიტომ, გადავწყვიტე პროფესიულ დონეზე შემესწავლა ეს სფერო.

-შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსთან დაკავშირებით..

მიუხედავად იმისა, რომ მანამდეც მქონდა გრაფიკულ დიზაინთან შეხება ნამდვილად ბევრი ახალი რამ ვისწავლე, უფრო გავიღრმავე ცოდნა. რაც ძალინ კარგია ტექნიკური ცოდნის გარდა თეორიულსაც ზუსტად იგივე დოზით გვასწავლიდნენ.

გრაფიკული დიზაინი

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე…

კურსის დახმარებით დეტალებზე მეტად ორიენტირებული გავხდი, მივეჩვიე კონკრეტულ საკითხებზე მრავალმხრივ აზროვნებას. ეს ყველაფერი საშუალებას მაძლევს მარტივად გავართვა თავი სირთულეებს.

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია..

ძალიან ბევრი ძიების შემდეგ, მიმიზიდა აკადემიამ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მოლოდინებს გადააჭარბა.

გრაფიკული დიზაინი

-ლექტორი..

მიაკო პირველ რიგში არის ძალიან მაგარი გრაფიკული დიზაინერი და ზუსტად ასეთივე ლექტორიც. ის მარტივად და გასაგებად გადმოსცემდა თავის სათქმელს, ყოველთვის დიდი მოთმინებით უხსნიდა სტუდენტებს ყველა დეტალს და გულდასმით განიხილავდა ყველა დავალებას.

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

დამწყებ დიზაინერებს ვურჩევ ყოველთვის იყვნენ ახლის ძიებაში და აუცილებლად ბევრი იმუშაონ თვითგანვითარებისთვის.

-ფინალური ნამუშევრის ინსპირაციის წყარო…

ფინალური ნამუშევრისთვის იდეა ძალიან მალე მომივიდა, ჩემი ინსპირაცია უბრალოდ მოგზაურობისადმი სიყვარული გახდა.

გრაფიკული დიზაინი

 

 

გრაფიკული დიზაინი

 

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე

ფასდაკლების მიღება