fbpx
8 მარტი

გავიხსენოთ, 8 მარტისთვის მიძღვნილი კამპანიები

თარიღი: 8 March, 2021

ცნობილ ბრენდებს არ დავიწყებიათ 8 მარტი. ქალების საერთაშორისო დღეს ყველა ბრენდი განსხვავებულად ეხმაურება. კომპანიები ცდილობენ საკუთარი პროდუქტის კონცეფცია ქალებს, მათ როლს, თანასწორობის იდეას დაუკავშირონ.

მოდი გავიხსენოთ, როგორი კამპანიები შექმნეს დღევანდელ დღესთან დაკავშირებით: Volkswagen, Calvin Klein, Netflix, PayPal და Reebok-მა.

Volkswagen – My Favourite Things

შესაძლოა ფიქრობ, რომ ეს მანქანების რბოლაა – ბრენდის მიზანიც ეს არის, მას სურს ვიდეოს დასაწყისში მაყურებელმა იფიქროს, რომ აქ ქალების საერთაშორისო დღე არაფერ შუაშია, მაგრამ ვიდეოს დასასრულით იდეა ნათელი ხდება.

 

Calvin Klein – #MyCalvins

სილამაზე, სქესი, ზომებისა და მოცულობების მრავალფეროვნება დასავლური მოდის სამყაროში მძვინვარებს, მაგრამ მან ჯერ კიდევ ვერ იპოვა საკუთარი თავი აზიის კულტურაში. ქალთა საერთაშორისო დღისთვის, ამერიკული ძვირადღირებული მოდის ბრენდი, Calvin Klein, აზიურ ქვეყნებში საკუთარი პროდუქტის გავრცელების მიზნით რეკლამაში სწორედ აზიელ ქალს აჩვენებს.

კამპანიის მიზანია, იმ მესიჯების მიტანა მაყურებლამდე, რომელიც ქალის როლს, გენდერულ იდენტობას, სტერეოტიპების შეცვლას და დაბრკოლებების გადალახვას ეხება.

 

Netflix – Make Room

მსახიობი Uzo Aduba ვიდეოში ყვება იმ ოთახების შესახებ, რომლებშიც სხვადასხვა ისტორია, ამბავი, სიუჟეტი და იდეოლოგიაა. Netflix-ის მიზანიც ხომ ეს არის, გვაგრძნობინოს თავი კონკრეტული ამბის ნაწილად, ან აპოვნინოს ჩვენი თავი ამბავს.

PayPal – #BalanceForBetter

2019 წელს, ქალთა საერთაშორისო დღის PayPal – ის თემა იყო ბალანსი უკეთესობისკენ – მიზნად ისახავს გენდერულად დაბალანსებული სამყაროს ჩამოყალიბებას და ცნობიერების ამაღლებას დისკრიმინაციის წინააღმდეგ. ვიდეოში ნათლად ჩანს, რა როლი აქვთ ქალებს დღევანდელ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

 

Reebok – Bruises Can Be Good

ყველას ჰგონია, რომ ქალი კადრში ძალადობის მსხვერპლია, თუმცა ვიდეოს დასასრულს ჩანს, რომ დალურჯებები შესაძლოა კარგიც იყოს.