fbpx
Georgian National card

გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები ბანქოზე-,,Georgian National Cards”

თარიღი: 11 August, 2020

,,ქართულ მოტივზე შექმნილი ბანქო”, ციფრული ინდუსტრიის აკადემიის კურსდამთავრებულებმა გიორგი ბიბილეიშვილმა და მარინა სარქისიანმა გამოჩენილი ქართველი ფიგურები ბანქოს სიმბოლოებად აქციეს. პროექტის იდეის ავტორი UI/UX დიზაინის კურსდამთავრებული გიორგი ბიბილეიშვილი იყო, ხოლო გრაფიკული დიზაინერი მარინა სარქისიანი.

ინტერვიუ მარინა სარქისიანთან:

-თქვენ შესახებ…

ხატვა ყოველთვის მიყვარდა და ბავშვობიდან ჩანახატებს ვაკეთებდი, დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ამ ყველაფრის ციფრულად კეთება ბევრად საინტერესო პროცესი იყო. რამოდენიმე თვის წინ დავამთავრე გრაფიკული დიზაინის კურსი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში და დავიწყე პორტფოლიოზე მუშაობა.

-პროექტის შესახებ, რომ მოგვიყვეთ დეტალურად?

ამ იდეის შესახებ გიორგი ბიბილეიშვილმა მითხრა, რომელმაც ასევე თქვენს აკადემიაში დაამთავარა UI/UX დიზაინის კურსი. ვიფიქრეთ, რომ კრეატიული და ლამაზი იქნებოდა ბანქო, რომელიც ტრადიციულ მოტივებზე იქნებოდა დაყრდნობილი და მათზე ქართველი გამოჩენილი ადამიანები იქნებოდნენ გამოსახული. პროექტზე დაახლოებით 2 თვე ვიმუშავეთ, მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ პერსონაჟები მარტივად აღსაქმელი და კარგად ნაცნობი ყოფილიყვნენ მოთამაშეებისთვის.

,,Georgian National Cards"

-რატომ ბანქოზე ცნობილი ქართველი მოღვაწეები?

ჩვენ არ გვინდოდა, რომ ბანქო მხოლოდ გასართობი მიზნით გაგვეკეთებინა, ვეცადეთ მასში ინფორმაციული წყაროც ჩაგვედო, რომელიც უკეთ გააცნობდა ჩვენს კულტურას და გამოჩენილ ქართველებს უცხო თუ ნაცნობ წრეებში. პერსონაჟების როლში გადავწყვიტეთ გამოგვეყენებინა ქართველი მეფეები, მწერლეები, ჯოკერის როლში კი პეტრე ოცხელის ნამუშევარზე შევჩერდით, რომელიც ძალიან კარგად გადმოსცემს ჯოკერის ხასიათს.

,,Georgian National Cards"

-რა იყო თქვენი ნამუშევრის ინსპირაციის წყარო?

ინსპირაციის წყარო ერთფეროვანი ბანქოს დასტები იყო, რომლებსაც ყველგან ვხვდებით. გვინდოდა ეს ყველაფერი ვიზუალურად ბევრად დაგვეხვეწა და ჩვენთან მაქსიმალურად დაგვეახლოვებინა.

-შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ?

გრაფიკული დიზაინის კურსი ნინი მუშკუდიანთან გავიარე. თითოეული ლექცია ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. დავალებების შესრულებასთან ერთად ინტერესი სულ უფრო იმატებდა, კურსის ბოლოს უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ პროფესიას გავყვებოდი, რადგან ეს პროცესი და რაიმე ახლის შექმნა დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. კურსის დროს მიღებულმა გამოცდილებამ გამიადვილა ამ პროექტზე მუშაობა და დამეხმარა იდეის განხორციელებაში.

-სამომავლო გეგმები?

კურსის დამთავრებისთანავე ფრილანსერად დავიწყე მუშაობა, რადგან მეტი გამოცდილება მიმეღო სხვადასხვა პროექტების საშუალებით. სამომავლოდ ვგეგმავ, რომ ეს ჩემ სტაბილურ სამუშაოდ ვაქციო.

,,Georgian National Cards"

,,Georgian National Cards"

,,Georgian National Cards"

სრული პროექტის ლინკი.

 

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე

ფასდაკლების მიღება