fbpx
ნიკა ჯიაძე

ფრაზების ალტერნატივები, რომელთა გამოყენებაც უკეთესი იქნებოდა

თარიღი: 23 December, 2020

ფრაზები, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ და ამ ფრაზების ალტერნატივები, რომელთა გამოყენებაც უკეთესი იქნებოდა. ამ იდეით შთაგონებულმა ნიკა ჯიაძემ გრაფიკული ნამუშევრების მეორე სერია შექმნა.

,,1 წუთით წარმოიდგინე სიტყვა, რომელიც არ გითქვამს. ამბავი, რომელიც არ მოგიყოლია. გრძნობა, რომელიც არ გაგიმჟღავნებია. გმირობა, რომელიც ჯერ არ ჩაგიდენია. რას ელოდები?! გამოხატე!”

ნაცვლად განუწყვეტელი ფიქრისა – გაბედე! ნაცვლად წარსულზე ტირილისა – უკან დატოვე იგი და წინსვლა განაგრძე! შენს თავს უთხარი: არ გაბედო დანებება!

გაეცანი ნიკა ჯიაძის ნამუშევრების მეორე ნაწილს:

ნიკა ჯიაძე ნიკა ჯიაძე

,,გრაფიკულ ნამუშევრებს ხშირად ვაკეთებ, ჩემი მეგობრის, მათეს დახმარებით. ჩვენ ვცხოვრობთ სწრაფ სამყაროში. ადამიანი მხოლოდ 2 წამი გითმობს თავის ყურადღებას. ისეთი უნდა დაწერო, შექმნა, რომ წამიერად მოხიბლო, მიიზიდო და შეინარჩუნო.

ამიტომ გადავწყვიტე ჩემი ბოლო ბლოგისთვის სურათები დამერთო, რაც ტიპოგრაფიულად და ვიზუალურად, შეაჩერებდა პოტენციურ მკითხველს. მოდა და ტრენდი იცვლება, შინაარსი კი იგივე რჩება. აღიარებენ მას, ვინც მრავალჯერ თქმულს დღეისთვის საუკეთესოდ წარმოაჩენს.” – ნიკა ჯიაძე
ნიკა ჯიაძე ნიკა ჯიაძე ნიკა ჯიაძე

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე