fbpx
გრაფიკული დიზაინი

ფრაზების ალტერნატივები, რომელთა გამოყენებაც უკეთესი იქნებოდა – ნიკა ჯიაძე

თარიღი: 9 October, 2020

,,როცა ფიქრობთ, რომ დაასრულეთ და მშვენიერია, არ დაიჯეროთ, მეტიც შეიძლება!”-ნიკა ჯიაძე

ფრაზები, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ და ამ ფრაზების ალტერნატივები, რომელთა გამოყენებაც უკეთესი იქნებოდა. ამ იდეით შთაგონებულმა ნიკა ჯიაძემ გრაფიკული ნამუშევრები შექმნა: ,,თუ არ გამოგდის, შეეშვი.” უკეთესია თუ ვიტყოდით ,,რაც არ უნდა მოხდეს, წინ იარე!”

გრაფიკული დიზაინი

მე ვარ..

ხალხი ამბობს, რომ მე ვარ ბლოგერი – ადამიანი, რომელიც ეხმაურება მიმდინარე მოვლენებს, ახსენებს მათ მივიწყებულ ფაქტორებს და ამხნევებს ცხოვრების გასაგრძელებლად. მიმაჩნია, რომ სათქმელი ყველა ადამიანს აქვს. ჩემი სათქმელის გამოსახატად კი არამარტო სიტყვებს, არამედ ხშირად გრაფიკულ დიზაინსაც ვიყენებ, რომელიც არანაკლებ ეფექტურია.
გრაფიკული დიზაინი

-ნამუშევრების შესახებ..

გრაფიკულ ნამუშევრებს ხშირად ვაკეთებ, ჩემი მეგობრის, მათეს დახმარებით. ჩვენ ვცხოვრობთ სწრაფ სამყაროში. ადამიანი მხოლოდ 2 წამი გითმობს თავის ყურადღებას. ისეთი უნდა დაწერო, შექმნა, რომ წამიერად მოხიბლო, მიიზიდო და შეინარჩუნო.
ამიტომ გადავწყვიტე ჩემი ბოლო ბლოგისთვის სურათები დამერთო, რაც ტიპოგრაფიულად და ვიზუალურად, შეაჩერებდა პოტენციურ მკითხველს. მოდა და ტრენდი იცვლება, შინაარსი კი იგივე რჩება. აღიარებენ მას, ვინც მრავალჯერ თქმულს დღეისთვის საუკეთესოდ წარმოაჩენს.
გრაფიკული დიზაინი

-ჩემი მიზანი ამ ნამუშევრების შესრულებისას..

მიზანი ყოველთვის შემდეგია – იგი უნდა პასუხობდეს ადამიანის ინტერესს, ამბობდეს მის სათქმელს და აკმაყოფილებდეს მის შინაგან მოთხოვნილებებს. გაიხსენეთ ყველა ცნობილი ნამუშევარი, სიტყვით გამოსვლა, წიგნი, ამბავი, პროდუქტი.. რატომ გვახსოვს? – შთაბეჭდილება, ხარისხი, დიზაიანი და განცდილი სიამოვნება. ასეა, თუ შექმნის პროცესში ფართოდ და მასშტაბურად არ ფიქრობ, მიზანს ასცდები.
გრაფიკული დიზაინი

-სამუშაო პროცესი…

სამუშაო პროცესს წინ უძღვის პრინციპი – რასაც აკეთებ, ყველაფერი საუკეთესოდ უნდა გააკეთო. ათასჯერ უნდა შეცვალო. თუ საჭიროა ხელახლა შექმნა. რჩევა მიიღო. ეფლის გიგანტურ კომპანიაში დიზაინერთა ჯგუფს სჯერა, რომ საუკეთესო იდეები მოდის მოსმენისგან. უნდა გესმოდეს ადამიანის, და იმ დროების, რომელშიც ცხოვრობ. ყველა იდეა, აზრი თუ ნამუშევარი უგულებელყოფილი იქნება, თუ ამ ორ კატეგორიას შეესაბამება.
გრაფიკული დიზაინი

-შთაგონების წყარო..

წლებია წამყვანი კომპანიების პრეზენტაციების, პრომოუშენისა და მარკეტინგის შესწავლას დროს ვუთმობ, რომელიც ხვეწს ჩემს გემოვნებას, რითაც ვხვდები თანამედროვე და მოწინავე სტანდარტებს გრაფიკულ დიზაინში და ზოგადად ყველაფერში. მაგალითის გარეშე ვერაფერს ვერ ისწავლი.
უბრალოდ, იაზროვნეთ ფართოდ, წარმოიდგინეთ მასშტაბურად.
ხშირად დასვით კითხვა „რატომ?”. ბევრი იშრომეთ. როცა ფიქრობთ, რომ დაასრულეთ და მშვენიერია, არ დაიჯეროთ, მეტიც შეიძლება! იპოვეთ გზა თქვენი
„სათქმელის” გამოსახატავად.
„ნუ ცდილობ ყოველთვის ნორმალური იყო, ასე ვერასოდეს ვერ გაიგებ რამდენად გასაოცარი შეიძლება იყო”.
გრაფიკული დიზაინი

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე

ფასდაკლების მიღება