fbpx
ფოტოშოპის ისტორია

ფოტოშოპის განვითარების ისტორია

თარიღი: 3 July, 2020

მსოფლიოში ფოტოშოპი სურათის რედაქტირების ყველაზე პოპულარულ და ეფექტურ საშუალებად ითვლება. დღეს ადამიანები მისი გამოყენებით უამრავ ვიზუალურ პროდუქტს ქმნიან, ზოგიერთს ალბათ ვერც წარმოუდგენია საკუთარი ცხოვრება ამ პროგრამის გარეშე. ფოტოშოპმა ჩვენამდე მოსასვლელად ხანგრძლივი გზა გაიარა.

გაეცანი, ფოტოშოპის განვითარების გარდამტეხ ეტაპებს:

ვინ შექმნა ფოტოშოპი?

Power to the Pixel: Photoshop is Born | ECE @ Michigan

ფოტოშოპის შემქმნელებად John Knoll-ი და Thomas Knoll-ი გვევლინებიან. 1987 წელს Thomas Knoll იყო PHD-ის სტუდენტი მიჩიგანის უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა ინჟინერიას. ტომასი ყოველთვის დაინტერესებული იყო ფოტოგრაფიით, ისევე, როგორც მამამისი. ტომასის მამა ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც შეხება ჰქონდა Apple II Plus კომპიუტერთან.
ერთხელაც, ტომასმა დაიწყო პროგრამის წერა მაკინტოშზე. პროგრამას დაარქვეს დისპლეი, რომელმაც მიიპყრო ტომას კნოლის ძმის ჯონ კნოლის ყურადღება, იგი Industrial Light & Magic-ში მუშაობდა. მან ურჩია ტომასს, რომ ეს პროგრამა კარგად დაემუშავებინა.

Meet John Knoll, the Special Effects Genius Behind Rogue One: A ...

ტომასმა ექვსი თვით თავი დაანება სწავლას და დაიწყო აქტიური მუშაობა ფოტოშოპის შექმნაზე. ძმებმა შექმნეს პროგრამა და დაარქვეს ImagePro მოგვიანებით, ფოტოშოპი.

ამავე წელს, ჯონმა ეს პროგრამა წარუდგინა Apple Computer Inc.-ს და რასელ ბრაუნს, Adobe-ის სამხატვრო დირექტორს. ორივე პრეზენტაცია წარმატებული გამოდგა და Adobe-მა გადაწყვიტა, ეყიდა პროგრამის ლიცენზია.

1988: Adobe Photoshop 0.63

PhotoShop Version History] - The Evolution Of Photoshop: 30 Years ...

ისტორია სწორედ Photoshop 0.63-დან იწყება. ეს იყო ფოტოშოპის პირველი ვერსია, რომელიც შეიქმნა 1988 წლის 2 ოქტომბერს. ეს ვერსია არასდროს წარდგენილა საზოგადოების წინაშე.

1989: Photoshop 0.87

Adobe Photoshop History - 25 Years in the Making

1989 წლის მარტში ფოტოშოპის მეორე ვერსია შეიქნმა. ეს იყო პირველი ფოტოშოპი, რომელიც კომერციულად გავრცელდა, კომპნია Barneyscan-მა  ფოტოშოპის 200-მდე ეგზემპლარი შეიძინა. ეს იყო პირველი პროგრამა, რომლის გამოყენებაც სურათის დასარედაქტირებლად შეიძლებოდა, ამ ვერსიას ფართო აუდიტორიასთან წარდგენის შესაძლებლობა მიეცა.

2003: Adobe Photoshop CS

Design history of Adobe Photoshop | TechRev.me

2003 წელს პროგრამა Adobe-ის საკუთრება გახდა, სწორედ აქედან მოდის სახელი Adobe Photoshop. ფოტოშოპი Creative Suite-ს ნაწილად იქცა და სახელწოდებაში დაემატა კიდევ ორი ასო “CS”. ამ დროისათვის უკვე არსებობდა პროგრამის შვიდი ოფიციალური ვერსია.

2007: Adobe Photoshop CS3

Adobe Photoshop CS3 ISO Free Download Offline Installer

ფოტოშოპ CS3 გამოვიდა 2007 წლის 16 აპრილს. „CS“ ასახავს ინტეგრაციას სხვა Creative Suite პროგრამებთან და ციფრი „3“ წარმოადგენს მე-3 ვერსიას. 30 აპრილს გამოვიდა Adobe ფოტოშოპ CS3 ექსტენდედი, რომელსაც გარდა იმისა, რომ აქვს ძველი ფუნქციები, აგრეთვე დაემატა 3D სურათებთან მუშაობის ფუნქცია.

2013: Adobe Photoshop CC

Feature summary | Photoshop CC | 2013 releases

Adobe Photoshop CC გამოვიდა 2013 წლის ივნისში, Photoshop CS6- ის გამოსვლიდან დაახლოებით ცამეტი თვის შემდეგ. Adobe Photoshop CC იყო ახალი გამოწვევა, რადგან ის აღარ იყო Creative Suite-ის ნაწილი, არამედ დაიწყო ახალი მოგზაურობა Creative Cloud (CC) სახელით.

პროგრამის შემქმნელები ითვალისწინებენ მომხმარებლის ინტერესებს, არ აუქმებენ ძველ ფუნქციებს, უბრალოდ ხდება მხოლოდ პროგრამის სრულყოფა. სწორედ ამიტომაა, რომ თუ ფოტოშოპის ერთი ვერსია მაინც იცი, სხვა ვერსიებთან მუშაობა არ გიჭირს.

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე

ფასდაკლების მიღება