fbpx

ხატია გველესიანის ფინალური ნამუშევარი

თარიღი: 4 April, 2019

წარმოგიდგენთ ჩვენი გრაფიკული დიზაინის საბაზისო კურსის სტუდენტის ხატია გველესიანის ფინალურ ნამუშევარსა და მცირე ინტერვიუს.

როგორ შეაფასებდით ლექტორს?

იყო პერიოდი, როდესაც არ ვიცოდი რა მინდოდა, ჩემი პროფესიული შესაძლებლობები არ მაკმაყოფილებდა და ვხვდებოდი, რომ წარმატების მისაღწევად აუცილებელი იყო რაღაცის შეცვლა. დავინტერესტი გრაფიკული დიზაინის კურსებით, ბევრი ვეძებე და საბოლოოდ ვფიქრობ საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე, რომ ავირჩიე ციფრული ინდუსტრიის აკადემია. ბევრი გამოხმაურება ჰქონდა სოციალურ მედიაში ამ დიზაინის კურსს, ბევრი წერდა თუ როგორი ბედნიერებაა იყო ნინი თევდორაშვილის სტუდენტი. სწორედ ასეთი განწყობით მოვედი პირველ ლექციაზე და ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ძალიან დიდ გამოცდილებას მივიღებდი, თუმცა მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა ნინის პროფესიონალიზმმა და გადმოცემის საოცარმა უნარმა. ადამიანი, რომელმაც იცის თუ როგორ უნდა მიუდგეს ნებისმიერ სტუდენტს და სწორად მიაწოდოს სათქმელი.

როგორ შეაფასებდით კურსის მსვლელობას?

გრაფიკული დიზაინის საბაზისო კურსი საუკეთესოა როგორც დამწყებისთვის, ასევე მათთვის, ვინც გარკვეულ ცოდნას ფლობს ამ პროგრამებში. ორიენტირება გვქონდა კონკრეტული დავალებების ყველაზე ეფექტური, იოლი და სწრაფი გზებით გაკეთებაზე, რაც განაპირობებს ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი „დროის“ დაზოგვას.

როგორ შეაფასებდით საკუთარ თავს კურსამდე და კურსის შემდეგ?

კურსის გავლა საგრძნობლად დამეხმარა ჩემი ნამუშევრების ხარისხის ამაღლებაში, რაც ჩემმა დამსაქმებელმა კომპანიამ  დამიფასა და შესაბამისი ანაზღაურებითაც წამახალისა. სამომავლოდ აუცილებლად ვგეგმავ პროფესიული კურსის გავლას. ვფიქრობ, რომ პროფესიონალურ დონეზე პროგრამების დაუფლება იქნება ძალიან დიდი ნაბიჯი ჩემი კარიერისთვის.

რა იყო თქვენი საფინალო ნამუშევრის მთავარი ინსპირაციის წყარო?

საფინალო ნამუშევრის ინსპირაცია იყო ჩემი სიყვარული ქართული ენისა და ანბანის მიმართ. ძალიან მომწონს ქართული დამწერლობა და მინდოდა უცხოელებისთვისაც საინტერესო ყოფილიყო როგორც ვიზუალური მხარე, ასევე იდეა და მნიშვნელობა.

კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ბმულზე http://digitaledu.ge/graphic-design-beginner/

იხილეთ ჩვენი კურსდამთავრებული სტუდენტების სხვა ნამუშევრებიც მოცემულ ბმულზე https://www.behance.net/digitaledu