fbpx

გვანცა ენდელაძის ფინალური ნამუშევარი

თარიღი: 7 May, 2019

წარმოგიდგენთ ჩვენი გრაფიკული დიზაინის საბაზისო კურსის სტუდენტის გვანცა ენდელაძის ფინალურ ნამუშევარსა და მცირე ინტერვიუს.

როგორ შეაფასებდით ლექტორს?

 ნინი თევდორაშვილი არის ბრწყინვალე ლექტორი. მთელ თავის ძალისხმევას დებს ახსნაში,  ნებისმიერი თულის ახსნის შემდეგ პრაქტიკული მეცადინეობით გვიმყარებდა ცოდნას.  თეორიული და პრაკტიკულის გარდა ის მუდმივად ცდილობდა თავისი პირადი გამოცდილება გაეზიარებინა.
ერთი სიტყვით იმდენად კმაყოფილი ვარ ლექტორით, რომ ყველას განურჩევლად ვურჩევდი მისი კურსის გავლას.

როგორ შეაფასებდით კურსის მსვლელობას?

კურსი მოიცავდა როგორც პრაქტიკულ  ასევე თეორიულ მასალებს. ასევე იწერებოდა მთელი კურსის განმავლობაში ვიდეო თითოეულ გაკვეთილზე, რაც ყველაზე მეტად გვეხმარებოდა და ახლაც გვეხმარება რომ არ დაგვავიწყდეს კურსის მსვლელობის დროს ახსნილი მასალა. თითოეული გაკვეთილი იყო ისეთი საინტერესო არ მინდოდა დასრულებულიყო მიუხედავად იმისა რომ 3 საათი გრძელდებოდა.

 

როგორ შეაფასებდით საკუთარ თავს კურსამდე და კურსის შემდეგ?

კურსამდე არ ვიცოდი ადობ ილუსტრატორის და პოტოშოფის გამოყენებ.  ახლა კი თამამად შემიძლია ვთქვა რომ ყველა თული ვიცი და შემიძლია ამ სფეროშის ვიმუშაო.

 

რა იყო თქვენი საფინალო ნამუშევრის მთავარი ინსპირაციის წყარო?

ლექციის დრო როდესაც ფერების თეორიას ვსწავლობდით ლექტორმა ახსენა ვეს ანდერსონის ფილმებში გამოყენებული ფერთა გამის მნიშვნელობა კინო ინდუსტრიაში. ეს რეჟისორი მანამდეც ვიცოდი, მისი ყველა ანიმაცია და ფილმი ნანახი მაქვს და მიყვარს. შესაბამისად პირველი იდეა ფინალურ პროექტზე მარტივად დამებადა, რომ მისი კინოს პოსტერები ილუსტრაციად მექცია.