fbpx
ფიგურების ფსიქოლოგია

ფიგურების ფსიქოლოგია დიზაინში

თარიღი: 24 July, 2020

იცი თუ არა, რომ ფიგურების დახმარებით შენი ხასიათის ამოცნობაა შესაძლებელი? ბავშვის ხასიათის გასაგებად ფსიქოლოგები მათ დახატვას სთხოვენ, შემდეგ კი ამის მიხედვით აკეთებენ დასკვნებს, ნახატში, რაც უფრო მეტი კუთხეა, ბავშვი უფრო ცელქი და აქტიურია და რაც უფრო მეტი სფეროა უფრო მშვიდი. ასევეა ვიზუალური კომუნიკაციის დროსაც, დიზაინერის მიერ გამოყენებულ თითოეულ ფიგურას საკუთარი მნიშვნელობა გააჩნია.

გაიგე, როგორ იხსნება თითოეული გეომეტრიული ფიგურა დიზაინში:

მართკუთხედი და კვადრატიwhite and black concrete building

ეს ორი ფიგურა ყველაზე ხშირად გამოიყენება დიზაინის შექმნისას. ფიგურათა უმეტესობა, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხედავთ სწორედ ამ ფორმისაა. მაგალითად, სმარტფონი, წიგნი, ავეჯი, კომპიუტერი და ა.შ. ამ ორ ფიგურაში არსებული სწორი ხაზები და 90 გრადუსიანი კუთხეები უსაფრთხოებისა და დაცულეობის შეგრძნებას ტოვებს. გარდა ამისა, კვადრატსა და მართკუთხედს ძალის, საიმედოობის და გამბედაობის მნიშვნელობა აქვს.

წრე, ოვალი, ელიფსი

architectural photography of Ferris wheel

წრე, ელიფსი, ოვალი, ყველაზე კარგად ასახავენ უსასრულობასა და მარადიულობას, რადგან მათ არ აქვთ საწყისი და დასასრული. ციური სხეულები, მზე, მთვარე, დედამიწა, ამ ფორმით გვევლინებიან სწორედ ამიტომ, ამ ფიგურების გამოყენება დიზაინს მისტიურსა და მაგიურ მნიშვნელობას სძენს. სხვა ფიგურებისგან განსხვავებით წრეს არ აქვს კუთხეები, შესაბამისად, ის ყოველთვის უფრო პოზიტიურად და დადებითად აღიქმება ადამიანებისთვის. საგზაო ნიშანი ,,Stop” ან თუნდაც შუქნიშანი, იმიტომაა წრიული ფორმის, რომ გაჩერების მკაცრი გაფრთხილება მრგვალი ფიგურის დახმარებით შედარებით მსუბუქად აღიქვან ადამიანებმა.

სამკუთხედი

brown wooden hanging decors

სამკუთხედი ითვლება დინამიურ, აქტიურ ფიგურად, რომელიც ასოცირდება მოძრაობასთან და მიმართულების მიცემასთან. ფიგურაში ხაზების განლაგება მარტივადვე იპყრობს შენს ყურადღებას. ყველა სახის სამკუთხედს თავისი მნიშვნელობა აქვს, მაგალითად, სწორკუთხა სამკუთხედი სტაბილურობის, ბალანსის შეგრძნებას ტოვებს, ამოტრიალებული სამკუთხედი კი რისკის, არასტაბილურობისა და გაურკვევლობის.

ბუნებრივი ფიგურები

bird's eye view of green plants

ყველა ფიგურა, რომელიც ბუნების შედეგია, უნიკალურად ითვლება. ფოთლები, ყვავილები, ცხოველები და სხვა დანარჩენი, ინსპირაციის წყარო გახდა ბევრი მხატვარისა და დიზაინერისთვის. რომელი ცხოველის ან რომელი ყვავილის ფორმას გამოიყენებ დიზაინში ამაზე ბევრი, რამ არის დამოკიდებული, რადგან ყველა ყვავილს ინდივიდუალური შინაარსი აქვს. მაგალითად, ვარდის სიყვარულთან ასოცირდება, ლომი სიამაყესთან. ბუნებრივი ფიგურების გამოყენება ყოველთის დადებით გავლენას ახდენს ადამიანებზე.

დიზაინის ყველა კომპონენტი, რაღაც ძალიან საინტერესო და უცნობ მნიშვნელობას მალავს. ამიტომ გაიგე რას ნიშნავს თითოეული და ისე გააკეთე არჩევანი ვიზუალური კომუნიკაციისთვის.

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე

ფასდაკლების მიღება