ფერების მნიშვნელობა ლოგოს დიზაინში

თარიღი: 8 April, 2019

დღეს დღეობით ლოგოში ფსიქოლოგიური ასპექტის ჩაქსოვება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ლოგოს შექმნის პროცესის დროს. ის ხშირად ასოცირდება ექსკლუზიურად ფერების არჩევნათან, თუმცა სამწუხაროდ ბევრი ქართული კომპანია უარყოფს ფერების ფსიქოლოგიურ კავშირს ლოგოს დიზაინთან მიმართებაში.

დღევანდელ სტატიაში გაეცნობით ფერების მნიშვნელობას კომპანიის ლოგოში და მათ ფსიქოლოგიურ დატვირთვას.

ფერების ფსიქოლოგია

სანამ უშუალოდ ფერების ფსიქოლოგიის თემაზე გადავიდოდეთ, მოდით ცოტახნით გადავუხვიოთ მთავარ თემას და გავიგოთ სიტყვა “ფსიქოლოგიის” აკურატული დატვირთვა ლოგოს შექმნის პროცესის დროს. სიტყვა “ლოგო” არის ბერძნული სიტყვა, რაც სიტყვას ნიშნავს.

სწორედ ამიტომ, როდესაც უშუალოდ ლოგოს ვქმნით საჭიროა ამ სიტყვის განმარტების პირობით ვიხელმძღვანელოთ, რადგან ჩვენ გვინდა შევქმნათ ვიზუალური “სიტყვა”, რომელიც იქნება გამოყენებული ხალხის მიერ თქვენი კომპანიის ამოსაცნობად.

ხალხი ისეთივე ინტერაქციას მოახდენს თქვენს ლოგოზე, როგორც ამას დასახელებაზე აკეთებენ. ყველა ინდივიდი საკუთარი პერსპექტივიდან განსხვავებულად შეხედავს თქვენი ლოგოს ვიზუალს, რადგან ინისი განსხვავდებიან რელიგიურად და კულტურულად.

 

მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ KFC-ის იაპონიის ქეისი. 1974 წელს, როდესაც კომპანია KFC გადაწყვიტა შესულიყო იაპონურ ბაზარზე, დაფიქსირდა ძალიან საინტერესო შემთხვევა, რამაც კომპანიას დიდი ზარალი მიაყენა. პრობლემა კი უბრალოდ ლოგოს ფერებში იყო, კერძოდ ლოგოზე იყო გამოსახული თეთრი მამაკაცის სახე, რაც იაპონური კულტურის თანახმად მკვდარ ადამიანთან ასოცირდებოდა. სწორედ ამის გამო იაპონელ ხალხს არანაირი სურვილი არ ჰქონდა გაეტარებინათ დრო მსგავსი ლოგოს მქონე რესტორანში.

 

 

რა როლი აქვს თითოეულ ფერს?

 

კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ბმულზე http://digitaledu.ge/graphic-design/

იხილეთ ჩვენი კურსდამთავრებული სტუდენტების სხვა ნამუშევრებიც მოცემულ ბმულზე https://www.behance.net/digitaledu