fbpx
გრაფიკული დიზაინი

საბჭოური სტილის პოსტერებით გამოხატული მოწოდებები

თარიღი: 17 December, 2020

,,შეიძლება ითქვას, რომ მთავარი შთაგონების წყარო ჩემს გარშემო არსებული პრობლემებია, როგორც პირადი, ასევე ზოგადი. ამ ყველაფრის ფონზე კი რთულია გაექცე ამ პრობლემებს და არ გამოხატო სხვადასხვა გზით.”

პოსტსაბჭოთა პრობლემები საბჭოური სტილის პოსტერებში. ასე შეიძლება დავასათაუროთ ლუკა კორძახიას მიერ შექმნილი გრაფიკული ნამუშევრები, რომლის მიზანიც დღევანდელ რეალობაში არსებული პრობლემების წარმოჩენა და გარკვეული მესიჯების ადამიანებამდე მიტანაა.

გრაფიკული დიზაინი

-მე ვარ..

გახლავართ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის (VA[A]DS) მესამე კურსის სტუდენტი, კომუნიკაციისა და დიზაინის მიმართულებით.

-შთაგონების წყარო..

შეიძლება ითქვას, რომ მთავარი შთაგონების წყარო ჩემს გარშემო არსებული პრობლემებია, როგორც პირადი, ასევე ზოგადი. ამ ყველაფრის ფონზე კი რთულია გაექცე მათ და არ გამოხატო სხვადასხვა გზით, თუმცა პირველი არ ვარ ვისაც ეს საკითხი აწუხებს და ბუნებრივია არც ბოლო ვიქნები. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ მსგავს საკითხებს საბჭოური სტილის პოსტერები იდეალურად გადმოსცემს, ვინაიდან პირდაპირ მოგიწოდებს გარკვეული მესიჯით.

-რა იყო ნამუშევრების ძირითადი კონცეფცია?

გრაფიკული დიზაინი

მარტივად რომ ვთქვათ მსურდა გარკვეულ პრობლემებს შევხებოდი და გამომეხატა ჩემი პირადი პოზიცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით. იქნებოდა ეს ინდივიდუალური პრობლემები, თუ ზოგადი. მაგალითისთვის პოსტერი „უსივრცობა“ თბილისში არსებულ გაუჩერებელ მშენებლობებს ეხება, რის გამოც ფაქტობრივად ჩაბეტონებულია ქალაქის დიდი ნაწილი და ეს მუდმივად გრძელდება. ხოლო რაც შეეხება კონკრეტული მესიჯის მქონე პოსტერებს, მსურდა ინდივიდუალურად მომეწოდებინა საზოგადოებისთვის, რომ მუდმივად ეძიონ, გაიკვლიონ, პროგრესირდნენ და ერთ ადგილზე არ გაჩერდნენ.

-სამუშაო პროცესი..

ვიტყოდი, რომ სამუშაო პროცესი საკმაოდ საინტერესო და ალბათ ბუნებრივია, ვინაიდან ეს ყველაფერი მცირე დროში არ შექმნილა და ყოველდღიურობის პარალელურად მიმდინარეობდა, რასაც თან ახლავს როგორც სასიამოვნო, ასევე უსიამოვნო მომენტებიც.

გრაფიკული დიზაინი

-სად ვეძებ შთაგონებას?

ამ შემთხვევაში ძირითადად ვიზუალურ ფაქტორს შევეხები და ვფიქრობ, რომ ფაქტობრივად შთაგონებაში ვცხოვრობთ, რაც ჩვენს გარშემო მუდმივად არსებობს და ალბათ მომავალშიც კვლავ ასე იქნება. კონკრეტულად კი ვგულისხმობ პოსტსაბჭოურ გარემოს. მიუხედავად მრავალი ცვლილებისა, ჩვენს გარემოს მაინც თან ახლავს საბჭოური მმართველობის კვალი, იქნება ეს გარკვეული ვიზუალური ფაქტორები, არქიტექტურული მხარე, თუ საზოგადოების კონკრეტული ნაწილი.

სრული ნამუშევრების ნახვა შეგიძლიათ აქ.

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე