fbpx
,,დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ პროფესიაში ჩემი თავი ვიპოვე."

,,დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ პროფესიაში ჩემი თავი ვიპოვე.”

თარიღი: 23 June, 2022

,,მიღებული ცოდნა დამეხმარა გავმხდარიყავი მეტად თავდაჯერებული ამ სფეროში”

დღეს, მარიამ ურთმელიძე მოგიყვება საკუთარ ამბავს:

-ჩემ შესახებ..

მე ვარ მარიამ ურთმელიძე, ამჟამად დასაქმებული ვარ სოციალური მედიის მიმართულებით.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

დიდი ხანი ვარჩევდი, თუმცა, საბოლოოდ სილაბუსისა და ლექტორების დამსახურებით არჩევანი სწორედ ციფრული ინდუსტრიის აკადემიაზე გავაკეთე.

-რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და რა მოგცათ ამ კურსმა?

აკადემიაში გავიარე სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის კურსი. ორივემ დიდი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ განვითარებაში. პირველი იყო სოციალური მედიის კურსი, რომელმაც ზოგადი წარმოდგენა შემიქმნა ციფრულ სამყაროსა და სოციალური მედიის ასპექტებზე. ხოლო შემდეგ, ციფრული მარკეტინგის კურსი დამეხმარა სიღრმისეულად გამეაზრებინა ციფრული სამყაროს მუშაობის პრინციპი.

-სად ხართ ამჟამად დასაქმებული?

ამჟამად ვმუშაობ სოციალური მედიის მენეჯერად კომპანია „ჰუმანაში“, სადაც არა მხოლოდ სოციალური მედიის, არამედ ციფრული და ტრადიციული მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულებებშიც აქტიურად ვარ ჩართული. ამ ეტაპისთვის დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ პროფესიაში ჩემი თავი ვიპოვე.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?

გავლილი კურსები და მიღებული ცოდნა დამეხმარა გავმხდარიყავი მეტად თავდაჯერებული ამ სფეროში, გადამეჭრა პრობლემები და აქტიურად გამომეხატა ინიციატივა სხვადასხვა კამპანიებში.

-თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს რას ურჩევდით?

მას, ვისაც ეს სფერო აინტერესებს ვურჩევდი, რომ არასდროს შეწყვიტოს სწავლა და ყოველთვის იფიქროს განვითარებაზე. იმის მიუხედავად, რომ 2 კურსი უკვე გავიარე, არ ვფიქრობ, რომ უნდა გავჩერდე. ამ ეტაპისთვის სხვა ბევრი კურსის გავლაც მსურს, რასაც აუცილებლად განვახორციელებ მომავალში.