fbpx
გრაფიკული დიზაინი

ცნობილი ნახატები თვითიზოლაციაში – დავით კოჩუაშვილი

თარიღი: 5 October, 2020

,,როდესაც მნახველი შეხედავს ჩემს ნამუშევარს მინდა ისეთი შეგრძნება დარჩეს, როგორიც მე მქონდა ამ ნახატზე მუშაობისას.”

წარმოგიდგენია, როგორი იქნებოდა თუ ცნობილ ნახატებს თვითიზოლაციაში განვიხილავდით? სწორად ამ წარმოსახვით შექმნა ნამუშევრები დავით კოჩუაშვილმა. მისი შთაგონება #დარჩისახლში კამპანია გახდა.

-მე ვარ…

დავით კოჩუაშვილი 24 წლის თბილისიდან. პროფესიით მენეჯერი, თვითნასწავლი მხატვარი, გრაფიკოს დიზაინერი, ტატუ არტისტი, სთრით არტისტი.

მხატვრობა

ედვარდ მუნკი-კივილი

-ნამუშევრები..

ნამუშევრები ძირითადად სერიებად მაქვს დაყოფილი, პირველი სერია იყო “პარალელური სამყარო მხატვრობაში”. ამ სერიაში გაერთიანებული იყო ცნობილი ნახატები, სადაც მოქმედებები ხდებოდა რეალურის საპირისპიროდ. ერთ-ერთი გამორჩეული სერია იყო ასევე #დარჩისახლში, სადაც ცნობილი ნამუშევრების პერსონაჟები, რჩებოდნენ სახლში და არა ჩვეულ გარემოში.

ამით მოქალაქეებს, ერთგვარად მოვუწოდებდი, რომ დარჩენილიყვნენ სახლში და გამოეჩინათ საკუთარი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. ამის გარდა იყო სერიები, 2=1-ს სადაც ორი მხატვარი გაერთიანებული იყო ერთი ნამუშევრის გარშემო. სერია 90-ების შესახებ, სადაც იმ დროინდელი ყოველდღიურობაა ასახული. “პატარა უფლისწულის მოგზაურობა საქართველოში” და ა.შ

პეტრე ოცხელი - მფრინავი მღებავი

პეტრე ოცხელი – მფრინავი მღებავი

-სამუშაო პროცესი..

პირველ ეტაპზე ხატვა მობილურ ტელეფონში დავიწყე, სერია “პარალელური სამყარო მხატვრობაში” მთლიანად მობილურშია შესრულებული. ამ სერიის შემდეგ ვიფიქრე, რომ მეტი არეალი მჭირდებოდა და მეტად დიდ პლატფორმებზე გადავერთე. დავიწყე მუშაობა სხვადასხვა პროგრამებში: Adobe Photoshop, Adobe illustrator და Autodesk sketchbook.

პროცესი ყოველთვის სხვადასხვაგვარია, ძირითადად გარემო ფაქტორებზეა დამოკიდებული. სწორედ ეს გარემო ფაქტორები შეიძლება ჩაითვალოს ინსპირაციად.

დავით კაკაბაძე – იმერეთი, დედაჩემი

-შთაგონება..

როგორც ზემოთ აღვნიშნე, შთაგონებას ძირითადად გარემო ფაქტორებიდან ვიღებ, იქნება ეს დადებითი თუ უარყოფითი. ყველა შემთხვევაში ეს ფაქტორები მაძლევენ საშუალებას, რომ მოვლენებს შევხედო სხვა თვალით და შემდგომ უკვე გადმოვიტანო ეს ყველაფერი ნამუშევარში. შესაბამისად, ყველა ჩემს ნამუშევარში იგრძნობა ემოცია, რომლის გარეშეც შეუძლებელია მნახველთან დაამყარო ემოციური კონტაქტი.

ემოციური კონტაქტის დამყარებაში ვგულისხმობ იმას, რომ როდესაც მნახველი შეხედავს ჩემს ნამუშევარს მინდა ჰქონდეს ისეთი შეგრძნება, როგორიც მე მქონდა ნახატზე მუშაობისას, მინდა სწორად და ნათლად დაინახოს ის აზრი, მოტივი, რომლიც ამ ნახატის ძირითადი გამოძახილია.

ლადო გუდიაშვილი – მეჩაიე ქალები

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე

ფასდაკლების მიღება