fbpx
დასაქმება

,,ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში მოვხვდი, რაც ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება იყო.”

თარიღი: 17 March, 2022

,,ბევრი კომპეტენტური ადამიანის რეკომენდაციით, ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში მოვხვდი, რაც ერთ-ერთი დროული და სწორი გადაწყვეტილება იყო.“

დღეს ნინუცა მამფორია მოგიყვება საკუთარ ამბავს:

-მე ვარ..

მე ვარ ნინუცა, 26 წლის. ბევრი ვეძებე თუ ცოტა, ცხოვრებაში საყვარელი საქმე აღმოვაჩინე, რომელიც ყველაზე დიდ თავდაჯერებასა და სიამოვნებას მანიჭებს.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ პრაქტიკულთან ერთად თეორიული ცოდნის გაღრმავებაც მჭირდებოდა. ამის შემდეგ დავიწყე მოძიება ადგილის, სადაც სასურველი კურსის გავლას შევძლებდი და იმ მომენტისთვის საჭირო მაქსიმალურ ცოდნას წამოვიღებდი.

ბევრი კომპეტენტური ადამიანის რეკომენდაციით, ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში მოვხვდი, რაც ერთ-ერთი დროული და სწორი გადაწყვეტილება იყო.

-რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და რა მოგცათ ამ კურსმა?

დიჯითალ მარკეტინგის კურსი ავირჩიე. ეს ის პერიოდი იყო, როცა ჩემს ამჟამინდელ სამსახურში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი. მიღებული ცოდნა და გამოცდილება პირდაპირ კავშირში იყო ჩემ განვითარებასთან და პატარა პროფესიული ტრამპლინიც აღმოჩნდა.

-სად ხართ ამჟამად დასაქმებული?

ამჟამად სარეკლამო სააგენტო “Maverik”-ში ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე ვმუშაობ. ალბათ ბევრისთვის საოცნებო გარემოში, სადაც თავისუფლება, ჯანსაღი ურთიერთობები და საინტერესო გამოწვევებია.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?

როგორც აღვნიშნე, აკადემიის კურსის და სამსახურის დაწყება ერთ პერიოდში მოხდა. ამ გადმოსახედიდან, ვფიქრობ ზუსტი დრო იყო იმისთვის, რომ მიღებული ცოდნა საქმეში გამომეყენებინა და როგორც კადრი, უფრო ძლიერი და სასურველი ვყოფილიყავი.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს რას ურჩევდით?

პირველ რიგში, კარგად უნდა გაეცნონ ზოგადად ამ სფეროს სპეციფიკას, რადგან საინტერესოსთან ერთად თავისი დრაივი და სირთულეებიც აქვს. მიიღონ ცოდნა ყველა მიმართულებით და აღმოაჩინონ ის კონკრეტული, სადაც ყველაზე ძლიერები იქნებიან და თავს კომფორტულად იგრძნობენ.

არ შეწყვიტონ საკუთარ თავზე მუშაობა და განვითარება. სხვა შემთხვევაში ვერ გახდებიან კონკურენტუნარიანები, რადგან ციფრული სამყარო ისეთი ტემპებით ვითარდება, მოითხოვს, ფეხი აუწყო მას.