fbpx
nft

ჩვენმა სტუდენტმა NFT კოლექცია შექმნა – მეგი ონიანის ნამუშევრები

თარიღი: 25 March, 2022

,,ეს NFT კოლექცია შეიქმნა უკრაინის თემატიკაზე და მიზანი იყო უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა.”

გიზიარებთ ჩვენი სტუდენტის, მეგი ონიანის NFT კოლექციას:

-მე ვარ..

ვარ ილუსტრატორი, გრაფიკული და მოუშენ დიზაინერი. მიყვარს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ხელოვნებასთან. ბოლო რამდენიმე თვეა დავინტერესდი NFT-ით.

-რა იყო თქვენი ნამუშევრების შთაგონების წყარო?

ის მოვლენები, რომლებიც ბოლო თვეა უკრაინაში ხდება ყველა ჩვენგანისთვის ძალიან სენსიტიურია. მსგავსი მოვლენები ყოველთვის აისახება არტისტების შემოქმედებაში, რადგან მსგავსი ქმედებით გამოვხატავთ ჩვენს გრძნობებს, პროტესტსა და მხარდაჭერას. სწორედ ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც.

NFT

-მოგვიყევით ნამუშევრების შესახებ..

ეს NFT კოლექცია შეიქმნა უკრაინის თემატიკაზე და მიზანი იყო უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა. ამ პროექტს მე და ჩემი ძმა ერთად ვაკეთებთ. მე ვხატავ და ის მარკეტინგზე ზრუნავს.

-როგორი გამოხმაურება ჰქონდა თქვენს ნამუშევრებს Opensea-ზე?

გამოხმაურება ძალიან დადებითია, კოლექცია ახალი შექმნილი გვაქვს და ერთი ნამუშევარი უკვე გაიყიდა. კოლექციის ცნობადობა ნელ-ნელა იზრდება, ყველაფერი წინ არის და კარგი მოლოდინები გვაქვს.

nft

-სამუშაო პროცესი..

ხშირად NFT კოლექციები დაგენერირებულია, მაგრამ ამ კოლექციის ყველა პერსონაჟი თავიდან ბოლომდე ხელით არის დახატული, რაც უნიკალურობას ანიჭებს თითოეულ მათგანს.

nft

-რის მიხედვით შექმენით პერსონაჟები?

პერსონაჟები არიან ის ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ ომს და რუსეთის სასტიკ ქმედებებს, ძირითადად უკრაინელები და რამდენიმე ქართველი. თითოეულ მათგანს აქვს ისტორია, რატომ მოუწიათ ქვეყნის დატოვება და რას აკეთებენ ახლა.

-სამომავლოდ თუ აპირებთ კიდევ NFT-ი კოლექციის შექმნას?

კი, რა თქმა უნდა. ეს მხოლოდ დასაწყისია და მალე შემოგთავაზებთ სრულიად ახალ კოლექციას, ახალი თემატიკით და იდეით.

nft

NFt

nft

nft

nft