fbpx
შთაბეჭდილებები 3D ვიზუალიზაციის კურსის შესახებ

ჩვენი სტუდენტის, სოფო ზვერიაშვილის ნამუშევრები

თარიღი: 29 March, 2022

,,დაისახეთ მიზანი და არ გაჩერდეთ, მუდმივად განვითარდით.”

დღეს სოფო ზვერიაშვილი მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

ჩემ შესახებ..

მე ვარ სოფო ზვერიაშვილი, პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვიზუალური ხელოვნების მიმართულებით.

როდის გაგიჩნდათ ინტერესი ამ სფეროსადმი?

ინტერესი ხელოვნებისადმი ბავშვობიდანვე გამიჩნდა. მიყვარდა ხატვა, ქარგვა. მოგვიანებით შევისწავლე ფარდაგისა და გობელენის ქსოვა. ყოველთვის მქონდა სურვილი ხელოვნებასთან ცოცხალი ურთიერთობის.

როცა უკვე უმაღლეს სასწავლებელში დავიწყე ხელოვნების ისტორიის შესწავლა, აქ ინტერესი გაღრმავდა და ჩემი ფავორიტი გახდა ვიზუალური ხელოვნების წამყვანი დარგი – არქიტექტურა.

ინტერიერის დიზაინი ჩემთვის ჯადოსნური სამყაროა. თეორიული ცოდნის დაგროვების შემდეგ გამიჩნდა სურვილი პრაქტიკული შეხებაც მქონოდა ამ სფეროსთან და მომეხდინა საკუთარი თავის რეალიზება უკვე ინტერიერის დიზაინის შექმნის პროცესში უშუალო მონაწილეობით.

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

სოციალური ქსელის მეშვეობით დავიწყე მოძიება, თუ სად შევძლებდი ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას. არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. დავესწარი მასტერკლასებს და ჩემი არჩევანი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაზე შევაჩერე, რადგან მოვიხიბლე მენტორების პროფესიონალიზმით. ასევე ჩემს არჩევანში გადამწყვეტი როლი ითამაშა პროგრამამ, რომელიც ითვალისწინებს მაქსიმალურად მცირე დროში საბაზისო ცოდნის მიღებას.

შთაბეჭდილებები 3D ვიზუალიზაციის კურსის შესახებ

რომელი კურსი გაიარეთ და როგორია თქვენი შთაბეჭდილება?

გავიარე ინტერიერის 3D ვიზუალიზაციის კურსი. ეს არის პრაქტიკული კურსი, რომლის მეშვეობით შევძელი საკუთარი იდეების ხორცშესხმა. 3D პროგრამა არის ერთგვარი ინსტრუმენტი, რომელიც ინტერიერის დიზაინერებს აძლევს შესაძლებლობას მოახდინონ საკუთარი ცოდნისა და უნარების, ნაფიქრის, ხედვის, შემოქმედებითი აზროვნების და მხატვრული გემოვნების ვიზუალიზაცია. ეს პროგრამა იძლევა საშუალებას დიზაინერის წარმოსახვები გახდეს ცოცხალი და ხელშესახები.

შთაბეჭდილებები 3D ვიზუალიზაციის კურსის შესახებ

მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შეიძინეთ..

უნარი, რომელიც ამ კურსის მეშვეობით შევიძინე არის თვითრწმენა იმისა, რომ ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია, რომ ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა, და მიზნის მისაღწევად ყველანაირი წინააღმდეგობის გადალახვა შესაძლებელია.

შთაბეჭდილებები 3D ვიზუალიზაციის კურსის შესახებ

-მენტორი..

დაჩი ხაზალია – ორიენტირებულია მაღალ შედეგზე, ცდილობს დაიხარჯოს ბოლომდე. მისგან ვისწავლე, რომ ინტერიერში არ არსებობს მთავარი და მეორეხარისხოვანი, რომ სწორედ თითქოს ის უმნიშვნელო დეტალები ხდის ინტერიერს სრულყოფილს. დაჩი ყოველთვის მზადაა დაგეხმაროს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლია მიმართო და მიიღო კითხვებზე პასუხები.

შთაბეჭდილებები 3D ვიზუალიზაციის კურსის შესახებ

რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

პირველ რიგში ვურჩევდი იმას რომ, არასოდეს აირჩიონ ეს პროფესია მხოლოდ იმიტომ, რომ პოპულარული და მოთხოვნადია. საქმე რომლის კეთებაც მოგიწევთ უნდა გიყვარდეთ, არ გბეზრდებოდეთ, გსიამოვნებდეთ, გაინტერესებდეთ და გახალისებდეთ. დაისახეთ მიზანი და არ გაჩერდეთ, მუდმივად განვითარდით.

შთაბეჭდილებები 3D ვიზუალიზაციის კურსის შესახებ

რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?

ინდუსტრიული სტილი, რომელშიც ჩემი ფინალური ნამუშევარია შესრულებული, ძალიან მომწონს. შევეცადე შემექმნა სივრცე, სადაც თავად ვიცხოვრებდი.

სოფოს პორტფოლიო