fbpx
ui & ux დიზაინი

ჩვენი სტუდენტის – ნინო კერესელიძის ნამუშევრები

თარიღი: 20 September, 2022

,,ვაკვირდები და ვამჩნევ ისეთ მცირე თუ არც ისე მცირე დეტალებს, რაც შესაძლოა ძალიან ბევრმა ადამიანმა ვერ შეამჩნიოს, ან უბრალოდ უმნიშვნელოდ ჩათვალოს.”

გიზიარებთ ჩვენი სტუდენტის – ნინო კერესელიძის ნამუშევრებს:

-მე ვარ..

გამარჯობა, მე ვარ ნინო კერესელიძე, 29 წლის. ჩემი სამუშაო გამოცდილება 10 წელს ითვლის, აქედან 8 კი ბანკში მაქვს გატარებული. მიუხედავად არც ისე მცირე სამუშაო გამოცდილებისა ვთვლი, რომ ჯერ კიდევ პროფესიის ძიებაში ვარ, რაც მინდა იყოს მრავალფეროვანი და საინტერესო.

ბავშვობის ოცნება იყო გავმხდარიყავი დიზაინერი, შემექმნა რაიმე ღირებული და საინტერესო, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ვიქნები წარმატებული UI/UX დიზაინერი, რისთვისაც არ დავიშურებ დროსა და ენერგიას.

Ui & Ux დიზაინი

-როდის გაგიჩნდა ინტერესი ამ სფეროსადმი?

ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად ვარ დაინტერესებული. რაც უფრო ვითარდება სამყარო და ნელ-ნელა ვეშვებით ციფრულ ინდუსტრიაში, ჩემთვის მით უფრო საინტერესო ხდება აღნიშნული სფერო. 5 თვის წინ საბოლოოდ გადავწყვიტე გადამედგა პირველი ნაბიჯი და მეგობრის დახმარებით გავიგე პროფესიის შესახებ – UI/UX დიზაინერი.

გამომდინარე იქიდან, რომ თავად ძალიან აქტიური მომხმარებელი ვარ ელექტრონული კომერციისა და არა მხოლოდ, მოხმარების პროცესში ძალიან ბევრჯერ მიფიქრია არაერთი საიტის შეცვლაზე და გამარტივებაზე.

Ui & Ux დიზაინი

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

როდესაც გადავწყვიტე მეცადა ბედი აღნიშნულ სფეროში, დავიწყე მოძიება აკადემიების. როგორც აღმოვაჩინე, ციფრული ინდუსტრიის აკადემია, ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდხანს მოღვაწეა კადემიაა, რომელსაც შესაბამისი გამოცდილება და კავშირები ექნებოდა, შესაბამისად, სამომავლოდ დასაქმების შესაძლებლობაც უფრო მაღალია.

სტუდენტებისა და მომხმარებლების რაოდენობის, მათი სოც. ქსელების მარკეტინგის მეშვეობითა და ძალიან ბევრი დადებითი შეფასებით მივხვდი, რომ ნამდვილად ვიპოვიდი მათთან იმას, რასაც ვეძებდი.

-რომელი კურსი გაიარეთ და როგორია თქვენი შთაბეჭდილება?

გავიარე 2 კურსი: გრაფიკული დიზაინისა და UI/UX დიზაინის. როდესაც დავუკავშირდი აკადემიას და შევატყობინე, რომ დაინტერესებული ვიყავი UI/UX დიზაინერის კურსით, მირჩიეს, რომ პირველ ეტაპზე გრაფიკული დიზაინერის კურსის გავლა დამეხმარებოდა საფუძვლის შექმნაში და უფრო გამიმარტივებდა სამომავლოდ UI/UX დიზაინის კურსს, რაშიც დღეს 100%-ით ვეთანხმები და მადლობელი ვარ ამ რჩევისთვის!

Ui & Ux დიზაინი

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შეიძინეთ?

ცალსახად – დეტალებზე ორიენტირება. ვფიქრობ, რომ სხვანაირი ხედვაც ჩამომიყალიბდა, ვაკვირდები და ვამჩნევ ისეთ მცირე თუ არც ისე მცირე დეტალებს, რაც შესაძლოა ძალიან ბევრმა ადამიანმა ვერ შეამჩნიოს, ან უბრალოდ უმნიშვნელოდ ჩათვალოს ის, რასაც მე შეიძლება ძალიან დიდი მნიშვნელობა მივანიჭო.

-მენტორი..

2 კურსის განმავლობაში შეხება მქონდა 2 მენტორთან: ნინი მუშკუდიანი და გიგი მანიჟაშვილი. ძალიან მადლიერი და გაოცებული ვარ მათი ცოდნითა და მოთმინებით, გადმოცემის უნარით. მათი დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ და სურვილი, რომ არაერთხელ ახსნან ის, რაც ოდნავ მაინც ბუნდოვანია სტუდენტისთვის და საჭიროების შემთხვევაში რამდენჯერმეც კი გაიმეორონ ერთი და იგივე, ძალიან დასაფასებელია.

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს…

რადგანაც მეც დამწყები ვარ და წინ ძალიან დიდი თავგადასავალი მელოდება, ალბათ საკუთარ თავსაც იმავეს ვურჩევდი: თავდაუზოგავი შრომა – რადგანაც აუცილებლად გამოიღებს შედეგს და სიახლეების გაცნობა – აუცილებელია არ ჩამოვრჩეთ ძალიან სწრაფად განვითარებად სამყაროს. მთავარი სურვილი და მონდომებაა, ვისაც ეს აქვს, მჯერა რომ აუცილებლად მიაღწევს მიზანს!

-რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?

საკუთარი სახლისთვის ვეძებდი ავეჯს სხვადასხვა ვებგვერდებზე, ზოგი გამართულად მუშაობს, მაგრამ უმეტესობა, განსაკუთრებით კი ქართულ ბაზარზე არის დასახვეწი და გასაუმჯობესებელი, ამიტომ გადავწყვიტე ავეჯისთვის შემექმნა ისეთი E-commerce საიტი, სადაც მე თვითონ სიამოვნებით შევიდოდი და ვიშოპინგებდი.