fbpx
გრაფიკული დიზაინი

ჩვენი სტუდენტის – ნენე სტეფანიშვილის ფინალური პროექტი

თარიღი: 7 March, 2023

,,კურსის გავლის შემდეგ, გონებაში ქაოსურად არსებული ვიზუალების მარტივად დალაგებას და გადმოცემას ვახერხებ.“ 

დღეს ნენე სტეფანიშვილი მოგიყვებათ საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ. ნენემ ჩვენთან გრაფიკული დიზაინის კურსი გაიარა, ფინალური პროექტზე მუშაობისას მისი შთაგონება გოგონები და მათში არსებული ძალა გახდა.

-თქვენ შესახებ, რომ მოგვიყვეთ?

ნენე სტეფანიშვილი. 30 წლის. ჟურნალისტი, ქოფირაითერი, სოც.მედია მენეჯერი და უკვე გრაფიკული დიზაინერი.

-როდის გაგიჩნდა ინტერესი ამ სფეროსადმი?

გრაფიკული დიზაინით დაინტერესება გამოიწვია ჩემმა ამჟამინდელმა საქმიანობამ. მსურდა, რომ ჩემ მიერ შექმნილი ქოფისთვის ვიზუალი თავად მომერგო და საერთო ჯამში, კონტენტის დამოუკიდებლად შეკვრა შემძლებოდა.

გრაფიკული დიზაინი

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გავლილი მქონდა სოციალური მედია მენეჯმენტის კურსი და ძალიან კმაყოფილი ვიყავი მიღებული ცოდნით. ამიტომ, ამ შემთხვევაში, არჩევანის გაკეთება არ გამჭირვებია.

-რომელი კურსი გაიარეთ და როგორია თქვენი შთაბეჭდილება?

გრაფიკული დიზაინის კურსი. იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ ახლა კიდევ ერთი კურსი ავიღე, ბრენდ დიზაინის მიმართულებით.

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შეიძინეთ?

კურსის გავლის შემდეგ, გონებაში ქაოსურად არსებული ვიზუალების მარტივად დალაგებას დაგადმოცემას ვახერხებ. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

გრაფიკული დიზაინი

-მენტორი..

უსაყვარლესი მიაკო ნადირაძე.

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

ვინც ჩემსავით ფიქრობთ, რომ ხატვის ნიჭი არ გაქვთ და ვერ შეძლებთ, “იმედი უნდა გაგიცრუოთ” – თქვენ ეს აუცილებლად გამოგივათ.

-რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?

ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო გოგოები, მათში არსებული ძალა და ენერგია გახდა. სათქმელის მარტივად გადმოცემაში ჰაიაო მიაძაკის არაჩვეულებრივი, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული, მიზანდასახული და ძლიერი გოგოები დამეხმარნენ. მათი საშუალებით მინდოდა მეთქვა ყველა გოგოსთვის, რომ თითოეული მათგანი განსაკუთრებულია და მნიშვნელობა არ აქვს რა გზის გავლა უწევთ მიზნის მისაღწევად, ბრძოლას ყოველთვის მოაქვს შედეგი.

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი