fbpx
3D Max დიზაინი

ჩვენი სტუდენტის – ნათია მარსაგიშვილის პროექტი

თარიღი: 13 September, 2022

,,ამ კურსმა საშუალება მომცა, რომ ჩემი ყველაზე წვეტიანი იდეებისთვის ხორცი შემესხა სწორად, ტექნიკურად გამართულად და პროფესიონალურად.”

გიზიარებთ, ჩვენი სტუდენტის – ნათია მარსაგიშვილის პროექტს:

-მე ვარ..

მოგესალმებით, მე ვარ ნათია მარსაგიშვილი, იგივე მარსაგა, 37 წლის. პროფესიით სამოსის დიზაინერი, შეთავსებით არა ერთი სპექტაკლის კოსტიუმების მხატვარიც ვყოფილვარ, ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო თეატრალურ სამყაროსთან შეხება და მის ნაწილად ყოფნა.

ერთ-ერთ გამოწვევად შეიძლება ჩაითვალოს ჩემი სამსახურიც, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, რომელშიც წლებია ვმუშაობ და ძალიან ამაყი ვარ, რომ რასაც ვაკეთებ ემსახურება მომავალი თაობის განათლებას და განვითარებას.

3დ დიზაინი

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

პანდემიის დროს გადავწყვიტე, რომ ამეხდინა ჩემი დიდი ხნის სურვილი და შემესწავლა ინტერიერის დიზაინი. სამსახურის გრაფიკიდან გამომდინარე ვეძებდი ისეთ სივრცეს, სადაც მივიღებდი ცოდნას დისტანციურად (online).

ერთ დღეს Facebook-ის თვალიერებისას წავაწყდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ვიდეორგოლის ინტერიერის დიზაინის კურსთან დაკავშირებით და დაუყოვნებლივ გადავწყვიტე დარეგისტრირება, არც შევმცდარვარ.

3დ დიზაინი

-რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და რა მოგცათ ამ კურსმა?

როგორც უკვე აღვნიშნე გავიარე ინტერიერის დიზაინის კურსი, მყავდა არაჩვეულებრივი მენტორები, განსაკუთრებით გამოვარჩევ გიორგი გონდაურს, რომელმაც ჩემი საოცნებო პროგრამა 3D max, 8 გაკვეთილში იმდენად კარგად აგვიხსნა, რომ თამამად მოვახერხე პრაქტიკაში გამოყენება.

ამ კურსმა საშუალება მომცა, რომ ჩემი ყველაზე წვეტიანი იდეებისთვის ხორცი შემესხა სწორად, ტექნიკურად გამართულად და პროფესიონალურად.

3D Max დიზაინი

3D Max დიზაინი

-სად ხართ ამჟამად დასაქმებული?

აკადემიის კურსის დამთავრებიდან რამდენიმე თვეში მივიღე ინდივიდუალური პროექტის შეკვეთა, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ახალ პროფესიაში. ახლა ვაგრძელებ მუშაობას საკუთარ თავზე და ჩემს პორტფოლიოზე, რომელიც მინდა იყოს ინფორმატიული და საინტერესო ჩემი მომავალი დამკვეთებისთვის.

-მოგვიყევით თქვენი პროექტის (პროექტების) შესახებ?

ჩემი პროექტი წარმოადგენს საოფისე სივრცეს ორი ადამიანისთვის (ოფისის საქმიანობის სფერო სხვა და სხვა), დამკვეთის ძირითადი მოთხოვნა იყო ერგონომიკულობა, სისადავე, პასტელური ფერები.

3D Max დიზაინი

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს რას ურჩევდით?

პირველ რიგში იმას ვურჩევდი, რომ აუცილებლად დაისახონ მიზანი, რომელშიც საკუთარ თავს ხედავენ, მიზნის ხორცშესხმისთვის კი აუცილებელია მონდომება, სწავლა და ძალიან ბევრი შრომა საკუთარ თავზე.

აუცილებელია ნებისმიერი შესაძლებლობის გამოყენება, რაც ცხოვრების გზაზე გადაგეყრება, რომ საჭირო ცოდნა, ინფორმაცია და გამოცდილება მიიღო.

მჯერა იმის, რომ თუ საყვარელი საქმის კეთების სურვილით ვიქნებით შეპყრობილნი, მუდმივად ვიშრომებთ და ვიმუშავებთ საკუთარი თავისთვის, აუცილებლად მივაღწევთ დასახულ მიზანს.

3D Max დიზაინი