fbpx
ინტერიერის დიზაინის კურსი

ჩვენი სტუდენტის მარიამ ქარცივაძის ფინალური პროექტი

თარიღი: 4 November, 2024

მარიამ ქარცივაძე ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. მან ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში ინტერიერის დიზაინის კურსი გაიარა და ფინალური პროექტისთვის ინდუსტრიული სტილის დიზაინი შექმნა. 

მე ვარ მარიამ ქარცივაძე, 31 წლის. მყავს ორი შვილი. დავამთავრე ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მიყვარს ხატვა, ფოტოგრაფია, ძერწვა. 

ამ სფეროსადმი ინტერესი დიდი ხნის წინ გამიჩნდა, მაგრამ პროფესიის არჩევის დროს სხვა მიმართულება გადავწყვიტე. დროის გასვლის მერე მივხვდი, რომ მინდოდა მეკეთებინა ის, რაც მომწონდა და მიყვარდა, ამიტომ გადავწყვიტე, ამ მიმართულებით მესწავლა.

ციფრული ინდუსტრიის აკადემია ავირჩიე იმ ადამიანების რეკომენდაციებით, რომლებიც ამ სფეროში იყვნენ დასაქმებულები და ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით.

აკადემიაში ინტერიერის დიზაინის კურსი გავიარე, რომლის გავლის შემდეგაც დამოუკიდებლად შემიძლია ინტერიერის სრულყოფილი 3D მოდელირება და ვიზუალიზაცია. კურსმა მასწავლა სივრცის დაგეგმარება მაქსიმალურად ფუნქციურად, ტექსტურების და მასალების ისე გამოყენება რომ სივრცე იყოს ჰარმონიული და საინტერესო, განათების მნიშვნელობა ინტერიერში და მისი სწორი დაყენება, ასევე – პრაქტიკული მეთოდები, რაც ხელს მიწყობს რეალურ პროექტებში. 

ჩემი ლექტორი იყო ელენე ღვინეფაძე. ელენე არის თავის საქმის პროფესიონალი, ძალიან კარგი ადამიანი და აქვს სწორი კომუნიკაცია და დამოკიდებულება თავის სტუდენტებთან, რაც დიდ მოტივაციას გაძლევს და უფრო გაყვარებს ამ პროფესიას. ძალიან გამიმართლა, რომ ახალი პროფესიის შესწავლის დროს ელენე იყო ჩემი ლექტორი.

დამწყებ დიზაინერებს ვეტყოდი, რომ ნებისმიერ პროფესიაში ყველაზე მნიშვნელოვანია გიყვარდეს შენი საქმე და დაიჯერო შენი შესაძლებლობების. 

ფინალური ნამუშევრისთვის ავირჩიე ინდუსტრიული სტილი. ინდუსტრიული სტილი იძლევა ვიზუალურად გამორჩეულ  იერსახეს. მე პირადად მომწონს მისი დეტალები, როგორიცაა ბუნებრივი ფორმები და ტექსტურები, ღია მილები, აგურის კედლები და ლითონის ელემენტები. ინდუსტრიული სტილი ამარტივებს სივრცეს. აქცენტი კეთდება მხოლოდ იმ ელემენტებზე, რაც აუცილებელია, რაც ხელს უწყობს ფუნქციურობას და სივრცის მაქსიმალურად გამოყენებას. ეს სტილი ხშირად გვაიძულებს გამოვიყენოთ არსებული სტრუქტურა, რაც ნიშნავს, რომ დიზაინერს ეძლევა შესაძლებლობა განავითაროს კრეატიულობა. არსებული არქიტექტურისა და მასალების შერწყმით შეიძლება მიიღოს სრულიად ახალი დიზაინი.

ინტერიერის დიზაინის კურსი ინტერიერის დიზაინის კურსი ინტერიერის დიზაინის კურსი ინტერიერის დიზაინის კურსი ინტერიერის დიზაინის კურსი ინტერიერის დიზაინის კურსი