ჩვენი სტუდენტის გვანცა ოღრაპიშვილის ფინალური პროექტი
თარიღი: 24 January, 2025
გვანცა ოღრაპიშვილი ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. მან გრაფიკული დიზაინის 2 თვიანი კურსი გაიარა და 14 ვორქშოპის შემდეგ ტაროს კარტების დიზაინინ შექმნა.
მე ვარ გვანცა ოღრაპიშვილი, 19 წლის. ამ სფეროთი უკვე დაახლოებით ორი წელია ვარ დაკავებული და მუდმივად ვცდილობ, ავუწყო ფეხი ახალ ტრენდებსა და სიახლეებს. სწორედ ამიტომ, ხშირად ვესწრები სხვადასხვა კურსებს, რათა უფრო ღრმად გავეცნო ამ სფეროს და გავაუმჯობესო ჩემი ცოდნა.
გრაფიკული დიზაინის მიმართ ინტერესი საკმაოდ ადრე გამიჩნდა, მაშინ, როდესაც ეს პროფესია ჯერ კიდევ არ ითვლებოდა განსაკუთრებით აქტუალურად. თუმცა არ ვიცოდი, საიდან უნდა დამეწყო. თითქოს შიშიც მქონდა, რომ არ გამომივიდოდა და ჩემი ხატვის უნარს ციფრულ სამყაროში ვერ გადმოვიტანდი, რადგან მაშინ არ ვიცოდი, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა.
ბევრი ინფორმაციის მიღების შემდეგ გადავწყვიტე, პროფესიულად განმევითარებინა თავი და დავიწყე ძიება, თუ სად შეიძლებოდა სრულფასოვნად და თან შედარებით მოკლე დროში მესწავლა გრაფიკული დიზაინი. სწორედ ამ დროს ჩემმა კარგმა ნაცნობმა მირჩია ციფრული ინდუსტრიის აკადემია. პარალელურად facebook-ზე შევნიშნე ინფორმაცია გრაფიკული დიზაინის უფასო მასტერკლასის შესახებ, სადაც დეტალურად განიხილავდნენ, რა არის გრაფიკული დიზაინი, რა უნარებს შევისწავლიდით და როგორ შეიძლებოდა ამ სფეროში განვითარება.
მასტერკლასზე დასწრების შემდეგ იმედი მომეცა, რომ მეც შემეძლო რაიმე ლამაზი და დასამახსოვრებელი შემექმნა. სწორედ ამის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება და მოვედი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში.
ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გავიარე გრაფიკული დიზაინის 2-თვიანი კურსი, სადაც შევისწავლე Adobe Photoshop და Adobe Illustrator. თითოეული ვორქშოფი თავისი თეორიული და პრაქტიკული ნაწილებით უფრო და უფრო საინტერესო ხდებოდა. უზომოდ კმაყოფილი, ცოდნა მიღებული და შთაბეჭდილებებით აღსავსე ვარ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ორ თვეში ამდენი რამის სწავლას მოვახერხებდი.
ამ კურსის მეშვეობით ჩამომიყალიბდა ხედვა, თუ როგორ უნდა განვავითარო ჩემი იდეები. ვიპოვე საკუთარი სტილი და მივხვდი, რომ არანაირი შიში არ იყო საჭირო. პირიქით, უზომოდ დიდი სიამოვნება მომანიჭა ამ გამოცდილების მიღებამ და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენამ.
ჩემი ლექტორი იყო ქეთი შალუტაშვილი, რომელიც მართლაც საოცარი დიზაინერია. აქვს შესანიშნავი ახსნის უნარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ლექტორში. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ გამიმართლა, როცა მასთან მოვხვდი, რადგან პრაქტიკული ნაწილის გარდა, თავის პირად გამოცდილებასაც გვიზიარებდა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო.
მე თვითონაც დამწყები გრაფიკული დიზაინერი ვარ და დიდი გამოცდილება ჯერ არ მაქვს ამ სფეროში, მაგრამ ამ მცირე გამოცდილებით დამწყებ დიზაინერებს ვურჩევდი, რომ მეტი დრო დაუთმონ ამ სფეროს. რაც მთავარია, ათვალიერონ სხვა ადამიანების ნამუშევრები, როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ ნაწილს დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ. ვფიქრობ, ეს ძალიან დაეხმარებათ სტილის მოძებნაში. ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კურსის დამთავრების შემდეგ არ შეწყვიტონ პრაქტიკულ ნაწილზე მუშაობა და საკუთარ თავზე განუწყვეტელი განვითარება.
ტაროს კარტების შექმნა ჩემი ინტერესი იყო, რადგან ამ სფეროში მდიდარი სიმბოლიზმის შინაარსის არსებობა ყოველთვის მიზიდავდა. გარდა ამისა, კარტების დიზაინი გაძლევს საშუალებას შექმნა ნამუშევრები, რომლებიც გამოირჩევა არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ სიღრმით და ემოციური დატვირთვით, ამიტომ გადავწყვიტე, ყველა დეტალი ჩემით დამეხატა.