fbpx
ინტერიერის დიზაინი

ჩვენი სტუდენტის, გიორგი სინაურიძის პროექტები

თარიღი: 22 August, 2022

,,ამ კურსების დახმარებით ჩამომიყალიბდა ხედვა და გამიჩნდა მოტივაცია იმისა, რომ შემესწავლა კიდევ მრავალი პროგრამა.”

გიზიარებთ, ჩვენი სტუდენტის, გიორგი სინაურიძის ფრილანს პროექტებს.

-მე ვარ..

მე ვარ გიორგი სინაურიძე, დავამთავრე წერეთლის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. დღესდღეობით ვარ მოქმედი პროფესიონალი მოცეკვავე ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლში.

მიუხედავად იმისა, რომ მაქვს რამდენიმე პროფესია, გადავწყვიტე თავი გამომეცადა ციფრულ სამყაროში და შემესწავლა კიდევ ერთი საინტერესო დარგი.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

პირადი ინტერესიდან გამომდინარე. ციფრული ინდუსტრიის აკადემიის შესახებ გავიგე სოციალური ქსელის მეშვეობით და გადავწყვიტე შემესწავლა ინტერიერის დიზაინი.

-როგორია თქვენი შთაბეჭდილება ინტერიერის დიზაინის კურსის შესახებ?

გავიარე ინტერიერის დიზაინისა და 3D ვიზუალიზაციის კურსი. ამ კურსების დახმარებით ჩამომიყალიბდა ხედვა და გამიჩნდა მოტივაცია იმისა, რომ შემესწავლა კიდევ მრავალი პროგრამა.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ჩემი მენტორები – თათა სვანაძე და დაჩი ხაზალია, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ჩემი ამ სფეროში განვითარების კუთხით. გარდა მათი პროფესიონალური ხედვისა, აღსანიშნავია მათი მხარდაჭერა, რომელიც ჩემთვის დიდი მოტივაცია აღმოჩნდა.

ინტერიერის დიზაინი

-სად ხართ დასაქმებული?

კურსის დასრულების შემდეგ, ამ პროფესიით ვმუშაობ კერძო პროექტებზე, ფრილანს.

ვცდილობ განვვითარდე და ჩემს თითოეულ პროექტში შევქმნა სიახლე. პროექტები მოიცავს, როგორც თანამედროვე ასევე კლასიკურ სტილს.

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს რას ურჩევდით?

მათ, ვისაც სურს ციფრულ სამყაროში დასაქმება, ყველას ვურჩევ მუდმივად ეძებონ სიახლე ამ სფეროში, მუდმივად იმუშაონ საკუთარ თავზე და განავითარონ ხედვა.

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი