fbpx
მოუშენ დიზაინის კურსი

ჩვენი სტუდენტის ანა გაგუას ფინალური პროექტი

თარიღი: 5 August, 2024

ანა გაგუა ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. მან მოუშენ დიზაინის 1 თვიანი კურსი გაიარა და 12 ვორქშოპის შემდეგ მცირე ანიმაცია შექმნა ახალგაზრდული ფესტივალის კონცეფციით. 

მე ვარ ანა გაგუა, 26 წლის. პროფესიით ეკოლოგი, თუმცა პანდემიის პერიოდში თავისუფალი დრო გამოვიყენე გრაფიკული დიზაინის სწავლისთვის და საბოლოოდ ეს გზა ავირჩიე. უკვე სამი წელია, რაც გრაფიკოს დიზაინერის პროფესიაში ვმოღვაწეობ. ვმუშაობ ფრილანსერად, ჩემი საქმიანობა მოიცავს როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ბაზრებზე მუშაობას. ჩემი გამოცდილება საშუალებას მაძლევს, მრავალფეროვანი და საინტერესო პროექტები შევასრულო და მაღალი ხარისხის შედეგები მივიღო.

ჩემს ინტერესს მოუშენ დიზაინის მიმართ საფუძველი სწორედ მაშინ ჩაეყარა, როდესაც გადავწყვიტე, რომ დამატებით მსურდა ჩემი შესაძლებლობების განვითარება და მინდოდა სიცოცხლე მიმეცა ჩემს ნაშრომებისთვის. ამიტომ, როცა გრაფიკული დიზაინის შესწავლა დავიწყე, თანდათან ნათელი გახდა, რომ ჩემი კარიერის შემდეგი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო მოუშენ დიზაინი. ეს სფერო ჩემთვის იდეალური საშუალება იყო, რათა ჩემი შემოქმედებითი იდეები რეალიზებულიყო და ვიზუალური პროდუქტი გამოეყენებინა ახალი ფორმებისა და სტილის შესაქმნელად.

მიუხედავად ხანგრძლივი ძებნისა, საბოლოოდ შევჩერდი იმ აკადემიაზე სადაც საფუძვლიანად ვისწავლიდი იმას, რაც დამჭირდებოდა მოუშენ დიზაინის საწყის ეტაპზე. საბედნიეროდ, სწორედ მაგ დროს ჰქონდა ციფრული ინდუსტრიის აკადემიას შესანიშნავი ფასდაკლების შეთავაზება და ეს შანსი გამოვიყენე. შედეგად, ძალიან კმაყოფილი დავრჩი, რადგან აკადემიამ სრულყოფილი განათლება მომცა და ყველა ის ცოდნა, რაც ამ სფეროში დამჭირდებოდა. მოუშენ დიზაინის კურსმა მომცა ყველა ის უნარი, რაც საჭიროა ამ სფეროში განვითარების პირველი ნაბიჯებისთვის. ვისწავლე ყველა ის მოქმედება, რომლის წყალობითაც შესაძლებელია მუშაობა After Effects-ში და თუნდაც მცირე სარეკლამო ვიდეოს ან ანიმაციის გაკეთება

მოუშენ დიზაინის კურსის გავლის შემდეგ, მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც ვისწავლე , არის კონცეფციის ვირტუალურ სამყაროში რეალიზება. ეს უნარი მოიცავს იდეის ვიზუალიზაციას და მის გაცოცხლებას სხვადასხვა ტექნიკებისა გამოყენებით. ამგვარად, შემიძლია შევქმნა ეფექტური და შთამბეჭდავი ვიზუალური ანიმაციური ნამუშევრები, რომლებიც იდეალურად პასუხობენ დამკვეთების მოთხოვნებს.

კურსის ლექტორი ნიკოლოზ ჯალაღონია გამოირჩეოდა მეგობრული დამოკიდებულებით სტუდენტების მიმართ. შევაფასებდი, როგორც ძალიან კომპეტენტურ და პროფესიონალ ადამიანს, რომელიც ფლობს ღრმა ცოდნას და გამოცდილებას ამ სფეროში. მისი ლექციები ყოველთვის საინტერესოდ და დეტალურად არის აწყობილი, რაც გვაძლევდა საშუალებას, საფუძვლიანად გაგვეგო და აგვეთვისებინა ყველა საჭირო თეორიული და პრაქტიკული მასალა.

იმ მოუშენ დიზაინერებს, ვინც ახლა იწყებს სწავლას, ვურჩევ დაიწყეთ საფუძვლების შესწავლით. ძირითადი პრინციპებისა და ხელსაწყოების კარგად ცოდნა მნიშვნელოვანია მყარ საფუძველზე დასაწყებად. ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების, მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენი შემოქმედებითობა და ფანტაზიას მიეცით გასაქანი. ნუ შეგეშინდებათ სირთულეების.

მოუშენ დიზაინის სწავლისას ხშირად მხვდებოდა ‘’ოუფენ ეარის’’ სარეკლამო ვიდეოები. ჩემი დიდი სურვილი იყო, შემექმნა მსგავსი სახის ანიმაციური ვიდეო. ამიტომ ფინალური პროექტის შექმნისას გადავწყვიტე, ჩემი ანიმაციის კონცეფცია ყოფილიყო ახალგაზრდული ფესტივალი. ამიტომ ავირჩიე ნათელი და მხიარული ფერები და ენერგიული დინამიკა. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ძალიან კმაყოფილი დავრჩი ჩემი მუშაობით და მივიღე ის შედეგი, რაც ნათლად შეესაბამებოდა ჩემს ჩაფიქრებულ იდეას.

მოუშენ დიზაინის კურსი