fbpx
დიზაინი

ჩვენი სტუდენტის – ანა ციხელაშვილის ფინალური პროექტი

თარიღი: 6 September, 2022

,,კურსი არა მარტო ზოგად უნარ-ჩვევებს გაძლევს, არამედ გასწავლის საქართველოს ბაზარზე რა მიდგომით დაიწყო მუშაობა.”

დღეს ანა ციხელაშვილი მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

-მე ვარ..

მე ვარ ანა ციხელაშვილი, ვსწავლობდი ბიზნეს ადმინისტრირებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც დავამთავრე მაგისტრატურაც მარკეტინგის მიმართულებით.

ჩემი პირველი საქმიანობა უკავშირდება სასტუმროს მართვას, რაც გადაიზარდა ჩემს მთავარ საქმიანობაში, თუმცა კოვიდ-რეგულაციების პერიოდში იძულებული გავხდი დროებით შემეჩერებინა არსებული საქმიანობა და მეცადა თავი სხვა სფეროში. ამ პერიოდში დავიწყე მუშაობა გაყიდვების სფეროში, თუმცა იმავე კომპანიაში 1 წლის შემდეგ შემომთავაზეს სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაც და სწორედ ამ კომპანიამ გამატარა ციფრული მარკეტინგის და SEO-ს კურსი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში.

სოციალური მედია მენეჯერობის პარალელურად ვსწავლობდი გრაფიკულ დიზაინსაც ინდივიდუალურად, სხვადასხვა სასწავლო ვიდეოს მეშვეობით. სოციალური მედია მენეჯერობიდან იმავე კომპანიაში გადავინაცვლე ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. რამდენიმე წლიანი გამოცდილების დაგროვების შემდეგ კი გადავედი სხვა კომპანიაში გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე და სწორედ მაშინ გადავწყვიტე მეტად გამემყარებინა ჩემი ცოდნა ამ მიმართულებით.

დიზაინი

-როდის გაგიჩნდა ინტერესი ამ სფეროსადმი?

კოვიდ-რეგულაციების პერიოდში, გაიზარდა მოთხოვნა ციფრული მარკეტინგის მიმართულებით დამსაქმებლების მხრიდან. ვინაიდან, ჩემი პროფესია უკავშირდება მარკეტინგს, გადავწყვიტე კონკრეტული მიმართულება ამეღო ციფრული მარკეტინგის სახით. მართალია გრაფიკული დიზაინი არ შედის ციფრული მარკეტოლოგის მოვალეობაში, თუმცა იცოდე უფრო მეტი, ვიდრე მოეთხოვება შენს პროფესიას ყოველთვის უკეთესია, განსაკუთრებით კი საქართველოს ბაზარზე.

დიზაინი

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში აქამდე გავლილი მქონდა ორი კურსი – ციფრული მარკეტინგი და SEO. არსებული კურსის მენტორებმა იმდენად კარგად გადმოსცეს ყველა ის საჭირო უნარ-ჩვევები, რაც უნდა იცოდეს ამ მიმართულებით მომუშავე ადამიანმა, რომ სწორედ ამ კურსების გავლის შემდეგ გადავწყვიტე ეს მიმართულება ამერჩია ჩემს პროფესიად.

აქამდე არსებული ასეთი დადებითი გამოცდილება გახდა განმაპირობებელი იმისა, რომ გრაფიკული დიზაინის კურსიც სწორედ ამ აკადემიაში გავიარე.

დიზაინი

-რომელი კურსი გაიარეთ და როგორია თქვენი შთაბეჭდილება?

გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი. მიუხედავად იმისა, რომ კურსი იყო დამწყებებისთვის და მე უკვე მქონდა გარკვეული ცოდნა, ამ კურსმა უამრავი ახალი რამ მასწავლა – სწორედ ის კონკრეტული მიდგომები და მიმართულებები, რასაც შენით ვერ ისწავლი ვერც ერთ უფასო სასწავლო ვიდეოში. კურსი არა მარტო ზოგად უნარ- ჩვევებს გაძლევს, არამედ გასწავლის კონკრეტულად საქართველოს ბაზარზე რას მიანიჭო უპირატესობა და რა მიდგომით დაიწყო პრაქტიკული მუშაობა.

დიზაინი

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შეიძინეთ?

დამიხვეწა და ჩამომიყალიბა ყველა ის ცოდნა, რაც კი აქამდე მქონდა მიღებული. მასწავლა ის კონკრეტული მიდგომები და მიმართულებები, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს ყველა გრაფიკულმა დიზაინერმა საქართველოს ბაზარზე მუშაობის დაწყებისას.

დიზაინი

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

არასოდეს შეზღუდო შენი პირადი კრეატივი, ეს აუცილებელია თვითგანვითარებისთვის.

-რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?

ვინაიდან პროდუქციის ეტიკეტები, ძირითად შემთხვევაში მარტივია და შაბლონურია, მინდოდა მეცადა კრეატიული და სხვებისგან განსხვავებული ეტიკეტის შექმნა.

დიზაინი

დიზაინი