fbpx
ბრეინშტორმინგი

ბრეინშტორმინგის ხელოვნება – 4 წესი, რომელიც უნდა გაითვალისწინო

თარიღი: 16 October, 2020

,,ახალი იდეა მაქვს მოსაფიქრებელი რეკლამისთვის და არაფერი მომდის თავში,” ,,რა შეიძლება იყოს კრეატიული და ინფორმაციული?” ,,როგორ დავაგენერირო ახალი იდეა ესე მცირე დროში?”

ალბათ ეს შეკითხვები ხშირად გსმენია ან შენ ყოფილხარ რომელიმე კითხვის ავტორი. იდეების გენერირება ერთ-ერთი რთული და შრომატევადი პროცესია. ახალი და საინტერესო იდეის მოფიქრების ერთ-ერთი გზა ბრეინშტორმინგია. ეს არის პროცესი, რომლის დროსაც რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს საკუთარ იდეებს, მოსაზრებებს, ხედვას უზიარებს.

თუ გინდა, რომ გუნდთან ერთად ბრეინშტორმინგმა ნაყოფიერად ჩაიაროს აუცილებელია რამდენიმე ,,ოქროს წესის დაცვა”:

წესი #1 – ნუ ჩაიციკლები ერთ იდეაზე

ბრეინშტორმინგი

როდესაც ფიქრობ, ფიქრობ და ერთ იდეას მიაგნებ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ იდეაზე უნდა ჩაიციკლო. ყოველთვის შეიძლება რაიმე უკეთესის და განსხვავებულის მოფიქრება, ნუ მიიჩნევ, რომ ეს საუკეთესო ვარიანტია. ამით შენ ხელს შეუშლი ახალი იდეების გენერირებას. გააკეთე სია, ჩამოწერე იდეები, ჯერ ნუ აირჩევ რომელიმე იდეას, რამდენად კარგადაც არ უნდა ჩანდეს მისი კონცეფცია. დაყავი ბრეინშტორმინგი ეტაპებად.

წესი #2 – მიეცი შენს გონებას თავისუფლება

woman spreading hair at during sunset

ჩამოწერე ნებისმიერი იდეა, რაც თავში მოგივა. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად სულელურად ჟღერს ის, ხშირად სწორედ ასეთი იდეების კომბინაციით იქმნება რაღაც საინტერესო. რჩევა ჰკითხე ისეთ ადამიანს, რომელიც საერთოდ არ არის დაკავშირებული პროექტთან და იდეასთან, ეს დაგეხმარება იდეათა სიის გამრავალფეროვნებაში.

წესი #3 – შესვენება

white ceramic mug close-up photography

შენ უკვე ჩამოწერე იდეათა ვრცელი სია, ახლა კი დროა აირჩიო საუკეთესო. იდეების ჩამოწერის შემდეგ გუნდის ყველა წევრმა აუცილებლად უნდა შეისვენოს. გაისეირნეთ, ყავა დალიეთ, ნუ ისაუბრებთ და იფიქრებთ იდეაზე. შესაძლოა ამ შესვენების მომენტში თავისდაუნებურად სწორედ ისეთი რამე დააკავშირო შენს იდეასთან, რომ რაღაც გენიალური გამოგივიდეს.

მაგალითად, გასული საუკუნის 80-იან წლებში, სტივ ჯობსი მუშაობდა რევოლუციურ მაკინტოშზე, მისი ფუნქცია ,,just-plug-in-and-use” შთაგონებული იყო სცენით, რომელსაც სტივ ჯობსი შეესწრო, ახლად დაბადებული ხბო, რომელმაც სიარული დაიწყო დაბადებიდან რამდენიმე წუთში. სწორედ ასეთი შემთხვევა შეიძლება გახდეს გენიალური იდეისთვის შთაგონება.


წესი #4 – შერჩევა

ბრეინშტორმინგი

როდესაც დასვენებულ გონებაზე უკან მიუბრუნდები ბრეინშტორმინგის ადგილს, იდეებს უკვე სხვა თვალით შეხედავ, შესაძლოა მათ შორის საინტერესო კავშირიც კი იპოვო. ჩამოწერე ყველა იდეის დადებითი და უარყოფითი მხარეები და შეეცადე აირჩიო ერთი ან შექმნა იდეათა კომბინაცია.

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე

ფასდაკლების მიღება