fbpx
დასაქმება

,,არ შეწყვიტოთ საკუთარ თავზე მუშაობა, მუდმივად ეცადეთ ისწავლოთ რაიმე ახალი.”

თარიღი: 4 March, 2022

,,აკადემიაში მიღებული ცოდნა მეხმარება ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში. აქტიურად ვმუშაობ სიახლეებზე, ასევე, ვქმნი სწორ კონტენტს და საზოგადოებასთან ვურთიერთობ სწორი ენით.

დღეს ანა ისაკაძე მოგიყვებათ საკუთარ ამბავს:

-მე ვარ..

მე ვარ ანა, 25 წლის, თბილისიდან. მუდმივად ვეძებ სიახლეებს და ვფიქრობ, რომ ახალი გამოწვევები ცხოვრებას გვილამაზებს.

რამდენიმე წლის წინ მომეცა საშუალება, გავმხდარიყავი საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო. სწორედ ამ პროფესიასთან დაახლოებამ გამიჩინა ინტერესი, უფრო მეტი ინფორმაცია მიმეღო ციფრული ინდუსტრიის შესახებ.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

ყველას გვახსოვს კოვიდ „ლოქდაუნის“ პერიოდი. ამ დროს ყველა ჩვენ თავთან დავრჩით მარტო და მოგვიწია არჩევანის გაკეთება, ან უნდა დაგვესვენა და ძალები აღგვედგინა, ან საკუთარი თავის განვითარებაზე გვეზრუნა.

მე მეორე ვარიანტი ავირჩიე და სწორედ ამ დროს გავიგე ციფრული ინდუსტრიის აკადემიის შესახებ. დავესწარი თქვენს მასტერკლასებს და მივხვდი, რომ ძალიან მინდოდა თქვენთან მესწავლა.

-რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და რა მოგცათ ამ კურსმა?

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო რომ ციფრული ინდუსტრიის აკადემიამ მომცა დიდი ცოდნა და მრავალმხრივი გამოცდილება. უკვე გავიარე ციფრული მარკეტინგისა და ქოფირაითინგის კურსი. სულ რამდენიმე დღის წინ კი გამიმართლა, თქვენს ერთ-ერთ კონკურსში გავიმარჯვე და დავიწყე, ჩემთვის მესამე კურსი აკადემიაში, გრაფიკული დიზაინის მიმართულებით.

-სად ხართ ამჟამად დასაქმებული?

ამჟამად ვმუშაობ, სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?

მიუხედავად იმისა, რომ აკადემიაში მოხვედრისას უკვე დასაქმებული ვიყავი, პროფესიული კომპეტენციის ამაღლება და მეტი ინფორმაციის მიღება გახდა ჩემი მოტივაციის წყარო. აკადემიაში მიღებული ცოდნა მეხმარება ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში. აქტიურად ვმუშაობ ლაბორატორიაში არსებულ სიახლეებზე, ასევე, ვქმნი სწორ კონტენტს და საზოგადოებასთან ვურთიერთობ სწორი ენით.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს რას ურჩევდით?

დღესდღეობით ციფრული სამყარო საკმაოდ სწრაფად ვითარდება, ჩვენი განვითარებისთვის საჭიროა მივიღოთ ის ცოდნა, რაც დაგვეხმარება მივაღწიოთ წარმატებას. ჩემი რჩევა იქნება –  არ შეწყვიტოთ საკუთარ თავზე მუშაობა, მუდმივად ეცადეთ ისწავლოთ რაიმე ახალი.