fbpx
დასაქმება

,,არ შეგეშინდეთ! თუ გინდათ ამ სამყაროს გაცნობა, აუცილებლად გადადგით ნაბიჯი!”

თარიღი: 10 March, 2022

,,ამ კურსის დახმარებით ჩემი კონტენტი შემიძლია გავზომო ციფრებში და უკეთესად დავგეგმო კამპანიები.”

დღეს მარიამ არსენაშვილი მოგიყვება საკუთარ ამბავს:

-თქვენ შესახებ მოგვიყევით რამდენიმე სიტყვით?

გამარჯობა, მე ვარ მარიამი, კონტენტზე შეყვარებული ადამიანი. ძალიან გამიმართლა რომ ვიპოვე სფერო, რომელთანაც ვათავსებ ჩემ ჰობის (შეგვიძლია ასეც ვუწოდოთ) ფილმების და სერიალების საათობით ყურებას.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

2021 წელს მივხვდი რომ მჭირდებოდა რამე სიახლე, დავიწყე ძიება და აღმოვაჩინე ციფრული ინდუსტრიის აკადემია და დღემდე კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით.

-რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და რა მოგცათ ამ კურსმა?

ციფრული მარკეტინგის კურსი, რაც თითქოს ერთი შეხედვით განსხვავდება ჩემი პროფესიისგან, მაგრამ რეალურად ძალიან ახლოსაა. ამ კურსის დახმარებით ჩემი კონტენტი შემიძლია გავზომო ციფრებში და უკეთესად დავგეგმო კამპანიები.

-სად ხართ ამჟამად დასაქმებული?

ამჟამად ვმუშაობ Gegidze Creative Agency-ში, კონტენტ მენეჯერად.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?

აკადემიამდე დასაქმებული ვიყავი, მაგრამ ამ კურსმა და თვითონ მენტორმა ციფრული სამყარო სულ სხვა კუთხით დამანახა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა ჩემი კარიერული წინსვლისთვის.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს რას ურჩევდით?

არ შეგეშინდეთ! თუ გინდათ ამ სამყაროს გაცნობა, აუცილებლად გადადგით ნაბიჯი! აქ შესაძლებლობები უსაზღვროა, აუცილებლად იპოვით თქვენს მიმართულებას და დამიჯერეთ ძალიან შეგიყვარდებათ!