fbpx
TikTok

აიკრძალება თუ არა TikTok-ი?

თარიღი: 17 January, 2025

ამ კვირას შესაძლოა პოპულარული სოციალური მედია აპლიკაცია TikTok-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში აიკრძალოს. შეზღუდვის ამოქმედების შემდეგ, აპლიკაცია გამოირთვება და აშშ-ს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი აღარ იქნება. 

ეს ყველაფერი თავიდან შეიძლება იქნას აცილებული, თუ TikTok-ის მფლობელი კომპანია – ByteDance აპლიკაციას რომელიმე ამერიკულ კომპანიის მიყიდის, თუმცა ByteDance-მა განაცხადა, რომ ეს შეუძლებელია.

რატომ იკრძალება TikTok-ი?

აშშ-ის მთავრობამ TikTok-ი ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ გამოაცხადა და მისი აკრძალვის სურვილიც ამით გაამართლა. 

აპლიკაციის მფლობელი კომპანია ByteDance ბეიჯინგშია დაფუძნებული, რის გამოც კანონმდებლები შეშფოთებულნი არიან, რომ შესაძლოა, TikTok-ს მომხმარებლების მონაცემების ჩინეთის მთავრობისთვის გადაცემა მოუწიოს. 

ჩინეთის ოფიციალური პირები ამას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ჩინეთის მთავრობას მსგავსი რამ არც არასოდეს უქნია და არც არასოდეს აიძულებს რომელიმე კომპანიას, შეაგროვოს და მათ გაუზიაროს იმ მომხმარებლების მონაცემები, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან არიან. 

 

 

 

 

ტეგები: