fbpx
ბრენდინგი

6 მიზეზი, თუ რატომ გჭირდება ბრენდინგი

თარიღი: 8 July, 2020

რატომ გჭირდება ბრენდინგი? ეს კითხვა შესაძლოა ამ სტატიის წაკითხვამდეც გაგჩენია, საინტერესოა პასუხი თუ მიიღე. ბრენდინგი არის იდენტობა, შესაძლებლობა, იმისა, რომ შენი ბრენდი უკეთ წარმოაჩინო საზოგადოებაში.

გაეცანი ექვს მიზეზს და გაიგე, რატომ არის მნიშვნელოვანი ბრენდინგი:

აჩენს ნდობას 

neon light photo of two hands touching red heart

კვლევამ აჩვენა, რომ ბრენდინგი მომხმარებელში ნდობას აყალიბებს. მომხმარებელი ყოველთვის უპირატესობას ანიჭებს ისეთი პროდუქტის შეძენას, რომელიც კონკრეტული კომპანიის, ბრენდის მიერაა დამზადებული. ამ დროს მომხმარებელს უჩნდება განცდა იმისა, რომ მას აქვს მეტი ინფორმაცია პროდუქტის შესახებ, მეტი ინფორმაცია კი მეტ ნდობას აჩენს.

ზრდის ცნობადობას

person holding iPhone taking picture on Nike label

ლოგო ცნობადობის გაზრდაში გეხმარებათ. როდესაც მომხმარებელი ერთ კონკრეტულ ლოგოს ერთხელ მაინც ხედავს ის მაშინვე აღიბეჭდება მის გონებაში და მეორედ ნახვის დროს ყოველთვის უჩნდება განცდა, რომ ეს სადღაც აქვს ნანახი. ამიტომ მნიშნელოვანია შექმნათ ლოგო, რომელიც დასამახსოვრებელი იქნება მომხმარებლისთვის.

წარმოადგენს ბრენდს

selective focus photography of black and white Starbucks cup

ლოგოს დახმარებით შეგიძლიათ შეიქმნათ იმიჯი, საკუთარი თავი მომხმარებლამდე მიიტანოთ თქვენთვის სასურველი ფორმით. ვინ ხართ თქვენ? რას ისახავთ მიზნად? რისი თქმა გინდათ სამიზნე აუდიტორიისთვის? ამ ყველაფრის წარმოჩენაში სწორედ ბრენდინგი დაგეხმარებათ.

გეხმარებათ მარკეტინგში

close view of busy city

მარკეტინგი ერთ-ერთი მნიშვნეოვანი კომპონენტია თქვენი ბრენდისთვის. სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და მათზე მორგებული სტრატეგიის, რეკლამის შერჩევა გეხმარებათ მომხმარებლის მოზიდვაში. როდესაც არსებობს ლოგო, პროდუქტის შეფუთვა და სხვა კომპონენტები მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და მათი პრაქტიკაში სრულყოფაც უფრო მარტივია.

იწვევს ემოციას

brown egg

ბრენდინგი გეხმარებათ სამიზნე აუდიტორიასთან ემოციური კავშირის დამყარებაში. თუ ადამიანებში ბრენდისადმი გააჩენთ ემოციურ კავშირს, მომხმარებელი თქვენს პროდუქტს აუცილებლად შეიძენს. მომხმარებელთა დიდი ნაწილი არჩევანის გაკეთების დროს ემოციებით ხელმძღვანელობს. ლოგო, შეფუთვა, რეკლამა, სტრატეგია ყველაფერი ერთად სამიზნე აუდიტორიაში ემოციის გაჩენისკენ უნდა იყოს მიმართული.

უზრუნველყოფს მოტივირებულ დასაქმებულებს

man in blue dress shirt sitting on rolling chair inside room with monitors

ბრენდინგი დასაქმებულთა მოტივაციას უწყობს ხელს. თანამშრომელს ყველა დაიქირავებს, მაგრამ როდესაც ბრენდი წარმატებულია დასაქმებულიც ბევრად მოტივირებულია. ამ დროს თანამშრომელს უჩნდება სურვილი, რომ მანაც შეიტანოს წვლილი საერთო წარმატებაში და უფრო მეტსა და მეტს აკეთებს ბრენდისთვის.

თუ დაინტერესებული ხარ ბრენდინგით, ციფრული ინდუსტრიის აკადემია გთავაზობს ბრენდ დიზაინის კურსს.

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე

ფასდაკლების მიღება