fbpx
მომხმარებელი, შეკითხვები

5 შეკითხვა, რომელიც აუცილებლად უნდა დაუსვათ მომხმარებელს

თარიღი: 10 July, 2020

მომხმარებლისთვის ერთი შეკითხვის დასმის შანსი, რომ გქონდეთ, რომელი შეკითხვა იქნებოდა ეს?-ამ კითხვაზე ალბათ ყველა განსხვავებულ პასუხს გასცემს. არსებობს შეკითხვათა ზუსტი ჩამონათვალი, რომლებიც აუცილებლად უნდა დაუსვათ თქვენს სამიზნე აუდიტორიას. საკომუნიკაციო ენის სწორად შერჩევას დიდი მნიშნელობა აქვს, სხვა შემთხვევაში შესაძლოა მომხმარებელმა ყველაფერი სხვანაირად გაიგოს.

გაეცანი, 5 აუცილებელ შეკითხვას:

კითხვა#1-რას შეცვლიდი ჩვენს მომსახურებაში?person holding a plate of salad

ეს კითხვა დაგეხმარებათ იმის გაგებაში, თუ რა უნდა გააუმჯობესოთ და რა უნდა შეცვალოთ. კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებლების 57% ერთჯერადი უკმაყოფილების შემთხვევაშიც კი წყვეტენ კონკრეტული პროდუქტის შეძენას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინოთ ყველა ის რჩევა ან შენიშვნა, რომელსაც მომხმარებლისგან მიიღებთ.

კითხვა#2-როგორ მოგწონს ჩვენი პროდუქტი?man holding telephone screaming

ამ შეკითხვის დასმით სამიზნე აუდიტორიას აჩვენებთ, რომ გაინტერესებთ მათი აზრი, ეს კი ზრდის დადებით დამოკიდებულებას, ნდობას თქვენი კომპანიისადმი. შეფასება ყოველთვის მნიშვნელოვანია, როგორ კარგადაც არ უნდა იყიდებოდეს თქვენი პროდუქტი, აუცილებელია დასვათ კითხვა ,,როგორ მოგეწონა?”. ამით ორ სარგებელს იღებთ: 1. იგებთ მომხმარებლის დამოკიდებულებას; 2. მომხმარებელთან სანდომიან ურთიერთობას ამყარებთ.

კითხვა #3-რა იყო შენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა?toddler's standing in front of beige concrete stair

საინტერესო იმის გაგება თუ რა გამოწვევას შეხვდა მომხმარებელი თქვენი პროდუქტის გამოყენებისას. როდესაც გინდა მიდგომის შეცვლა, საინტერესო კამპანიის დაგეგმვა, მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, ეს ინფორმაცია ძალიან დაგეხმარება. ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავ გამოწვევას ვხვდებით და შესაძლოა ეს გამოწვევები სწორედ კონკრეტულ პროდუქტთან იყოს დაკავშირებული.

კითხვა #4-რატომ ჩვენ?

low angle photo of curtain wall building

მომხმარებელს უამრავი არჩევანი აქვს, ბაზარზე დიდი კონკურენციაა და ამ დროს ის თქვენ გირჩევთ. ნამდვილად საინტერესოა რატომ? დასვით ეს შეკითხვა და გაანალიზეთ, რატომ გააკეთა მომხმარებელმა არჩევანი თქვენზე და არა, რომელიმე სხვა კომპანიაზე. შესაძლოა სხვა არჩია თქვენს თავს, თუ ეს ასე მოხდა ამ მიზეზის გაგებაც საინტერესოა.

კითხვა #5-რას ელოდები ჩვენი პროდუქტისგან?

shallow focus photography of man hand

არ გაუცრუოთ იმედი სამიზნე აუდიტორიას. თუ მომხმარებელი ერთხელ მაინც ვერ მიიღებს იმას, რაც უნდოდა და რასაც ელოდა, ის მეორედ აღარასოდეს გააკეთებს თქვენზე არჩევანს. ამიტომ დასვით ეს შეკითხვა და შეეცადეთ მოერგოთ მომხმარებლის მოლოდინსა და სურვილებს.

 

 

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე

ფასდაკლების მიღება