fbpx
გასაუბრება

5 შეცდომა, რომელიც არ უნდა დაუშვათ გასაუბრების დროს

თარიღი: 10 March, 2021

,,თქვენი CV მიღებულია, გელოდებით გასაუბრებაზე.“ – ეს ფრაზა ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეძელით დამსაქმებლის დაინტერესება, ახლა კი მეორე ეტაპის დრო დგება. თქვენ მასთან პირდაპირი კომუნიკაციის პროცესში დადებითი შთაბეჭდილება უნდა დატოვოთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თავი აარიდოთ ამ შეცდომებს.

5 შეცდომა, რომელსაც თავი უნდა აარიდოთ გასაუბრების პროცესში:

არასათანადო ჩაცმულობა

standing woman with one hand on her head in front of green leaves during day

თქვენი სამოსი, თქვენი იდენტობის ნაწილია, რა თქმა უნდა უნდა ჩაიცვათ ის, რაც თქვენს თავს გამოხატავს, კომფორტს გიქმნით, მაგრამ ეს არ ნიშნავს ისეთი სამოსის ჩაცმას, რომელიც აშკარად შეუსაბამოა იმ საქმესთან და პოზიციასთან, რომელსაც მომავალში უნდა ემსახუროთ.

დამსაქმებლის შესახებ ინფორმაციის უგულვებელყოფა

გასაუბრება

ნებისმიერი ტიპის გასაუბრებამდე აუცილებლად მოიძიეთ ინფორმაცია კომპანიაზე, დამსაქმებელზე, გაიგეთ რა მოსწონს, რას ანიჭებს უპირატესობას, რა არის მისი ჰობი და სხვა. ეს დაგეხმარებათ საკუთარი თავის სწორი მიმართულებით წარდგენაში. ამ ინფორმაციის უგულვებელყოფა დიდი შეცდომაა.

ცარიელი გრაფა დოკუმენტებში

Classified page 5 newspaper selective focus photography

თუ თქვენს შესახებ მიწოდებულ ინფორმაციაში რამდენიმე ცარიელი გრაფაა ეს უკვე შეცდომაა. ეცადეთ არ დატოვოთ შეუვსებელი გრაფები განაცხადში, CV-ში ან სხვა ნებისმიერი სახის დოკუმენტში, ამას დამსაქმებელი აუცილებლად აქცევს ყურადღებას.

ზედმეტად ამბიციური საუბარი

boy singing on microphone with pop filter

საკუთარი შესაძლებლობების გადამეტება, საკუთარი თავის გადაჭარბებულად წარდგენა ერთ-ერთი დიდი შეცდომაა. ზომიერების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენი შესაძლებლობები დამსაქმებელთან არც უნდა დააკნინოთ და არც ზედმეტად არ უნდა შეაფასოთ.

საუბრის ხარვეზები

გასაუბრება

ნებისმიერ კითხვაზე თქვენი პასუხი უნდა იყოს თავდაჯერებული, მშვიდი და კონკრეტული. თავი აარიდეთ, გაბრაზებულ, შეშინებულ საუბარს, ეცადეთ მეტად პროფესიონალურად გამოიყურებოდეთ პასუხის გაცემის დროს.

ახლა უკვე იცი ამ 5 შეცდომის შესახებ, გახსოვდეს თითოეული და გაითვალისწინე გასაუბრების დროს.