fbpx
დროის მენეჯმენტი

5 რჩევა დროის სწორი მენჯემნტისთვის

თარიღი: 6 July, 2020

ალბათ გქონია შემთხვევა, როდესაც ძალიან ბევრი საქმის გაკეთება გიწევს და ამისთვის ცოტა დრო გაქვს. როგორ შეიძლება ამ შემთხვევაში ყველაფრის მოცემულ დროში გაკეთება, თანაც ხარისხიანად? ამისათვის დროის სწორად გადანაწილებაა საჭირო.

გაეცანი 4 ძალიან გამოსადეგ რჩევას, რომელიც დროის მენეჯმენტში დაგეხმარება:

დაიწყე ყველაზე მნიშვნელოვანი დავალებით

hanged white printing paper

პრიორიტეტების სწორად დალაგებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დაიწყეე იმ დავალებით, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია. არის თუ არა დავალება მნიშვნელოვანი ამის შესამოწმებლად დასვი შემდეგი კითხვები:

  • რამდენად ახლოსაა ამ დავალების დედლაინი?
  • რას შეცვლის ეს დავალება ჩემს ცხოვრებაში?
  • თუ არ გავაკეთებ ამ დავალებას რა მოხდება?
  • კეთდება ეს მომხმარებლისთვის თუ კომპანიისთვის?

თუ კონკრეტული საქმე მომხმარებელს უკავშირდება ყოველთვის უპირატესობა უნდა მიანიჭოთ.

ჩამოწერე თითოეული დავალების დედლაინი

clear hour glass beside pink flowers

თუ გინდა, რომ დრო სწორად გადაანაწილო აუცილებელია განსაზღვრო შენი დავალების შესრულების ბოლო ვადა. გამოიყენე მობილური იმის შესახსენებლად, რომ კონკრეტულ დროს კონკრეტული დავალება გაქვს შესასრულებელი. მოინიშნე, რომელი დავალების შესრულების ვადა ახლოვდება.

მაგალითად, თუ შეხვედრა გაქვს ჩანიშნული, შეხვედრის დაწყებამდე 15 წუთით ადრე მოინიშნე მობილურში, რადგან მოასწრო ყველა საჭირო ნივთი მომზადება.

შექმენი შესასრულებელი დავალების სიაsticky notes on paper document beside pens and box

ორგანიზებული მუშაობისთვის და დროის სწორი გადანაწილებისთვის აუცილებელია ყოველდღიურად ჩამოწერო შესასრულებელი დავალებები. მას შემდეგ, რაც შესრულებულ დავალებას ხაზს გადაუსვამ ეს დიდ მოტივაციას მოგცემს. ამავდროულად გამოჩნდება ის საქმეები, რომლებიც კვლავ შესასრულებელი გაქვს.

თითოეულ დავალებას განუსაზღვრე დროpeople walking on the road during day time

მნიშვნელოვანია განსაზღვრო რა დრო უნდა დაუთმო თითოეულ დავალებას. რა რესურს ჩადებ კონკრეტულ დავალებაში და რამდენ დროს დაუთმობ ეს წინასწარ უნდა იცოდე. თუ დრო არ გექნება განსაზღვრული შესაძლოა ერთ დავალებას იმაზე დიდი დრო დაუთმო, ვიდრე საჭრიოა და ამავე დროს სხვა დავალებები შესასრულებელი დაგრჩეს.

გადაანაწილე ყურადღება

black megaphone pendant

ხშირად საქმის კეთების პროცესში ხელის შემშლელი ფაქტორია მოსული შეტყობინებების ხმა, ეკრანზე გამოჩენილი სიახლეები. ამიტომ, გამორთე ყველა ის მოწყობილობა, რომელიც ყურადღებას გადაგატანინებს და კონცენტრაციაში ხელს შეგიშლის. განსაზღვრე დრო, პირობითად 30 წუთი, 15 წუთის ნაცვლად, ეს ის დრო იქნება, რომლის განმავლობაშიც შეამოწმებ შეტყობინებებს.

 

 

 

 

 

 

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე

ფასდაკლების მიღება