fbpx
როგორ გავაუმჯობესოთ კრეატიული აზროვნება?

5 გზა შემოქმედებითი აზროვნების გასაუმჯობესებლად

თარიღი: 22 July, 2020

იცი რა საერთო აქვს კრეატივსა და კუნთს?- ხო, უცნაურად ჟღერს, მაგრამ საერთო ნიშანი ნამდვილად შემიძლია გითხრა. იმისათვის, რომ კუნთი არ მოდუნდეს და მუდმივი ფორმა შეინარჩუნოს ვარჯიში, შრომა, მოქმედება სჭირდება, ასევეა კრეატივიც, კრეატიული იდეის მოფიქრებამდე შრომა, სხვადასხვა ნამუშევრების გაცნობა, გამოცდილებაა საჭირო.

გაეცანი, 5 გზას შემოქმედებითი აზროვნების გასაუმჯობესებლად:

გამოიყენე ტექნიკა ,,ექვსი მოაზროვნე ქუდი”

Selective Focus Photo of Brown Fedora Hat

ზოგჯერ უბრალოდ გჭირდება, რომ ფიქრი თავიდან დაიწყო, ყველაფერს შეხედე ,,სუფთა ფურცლიდან”. ამისთვის, შეგიძლია გამოიყენო ტექნიკა ,,ექვსი მოაზროვნე ქუდი”. ეს ტექნიკა გულისხმობს, ექვსი სხვადასხვა ფერის ქუდის მორგებას, ყველა ფერს განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, თუ შავ ქუდს მოირგებ უნდა იფიქრო იმაზე, თუ რა წავიდა არასწორი მიმართულებით, თუ მწვანე ქუდს მოირგებ უნდა იფიქრო შესაძლებლობებზე, ალტერნატივაზე და ახალ იდეებზე, თუ თეთრ ქუდს მოირგებ ნიშნავს, რომ ყველაფერს, როგორც ფაქტებს ისე უნდა შეხედო.

ჩამოწერე იდეები

person about to write on white printer paperr

მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტული იდეა რამდენად კარგი ან ცუდია, ყველაზე ცუდი იდეაც აუცილებლად მოინიშნე. იდეების ჩამოწერა დაგეხმარება სხვადასხვა საკითხებს შორის კავშირის დანახვაში, იდეების გაერთიანებით კი შესაძლოა ძალიან საინტერესო, რამ მოიფიქრო.

გაეცანი სხვადასხვა ნამუშევრებს

low-angle photo of white bookshelves with assorted book lot inside room

კრეატივს ინსპირაცია სჭირდება, ინსპირაციისთვის კი აუცილებელია თვალი ადევნო სხვადასხვა ნამუშევრებს. მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტული ნამუშევარი შენი ინდუსტრიიდან არის თუ არა, გაეცანი განსხვავებულ, ორიგინალურ ნამუშევრებს და გაანალიზე მათი მთავარი იდეა. ესტუმრე ვებ-გვერდებს, დაათვალიერე კატალოგები, წაიკითხე ლიტერატურა.

ისეირნე

man in dress suit outfit walking in front of building

სეირნობა კრეატივს ძალიან სჭირდება!-კი, უცნაურად ჟღერს, მაგრამ ეს ასეა. 5-10 წუთით გარეთ გასეირნებაც კი უკვე ძალიან დაგეხმარება გონების დასვენებაში და კონკრეტულ იდეისთვის სხვა თვალით შეხედვაში. სტენდფორდის კვლევის თანახმად, სეირნობა აუმჯობესებს კრეატიულ აზროვნებას. კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც დიდ დროს უთმობენ აქტიური ცხოვრების წესს, სეირნობას, ვარჯიშს მეტად კრეატიულები არიან. ასე, რომ ისეირნე ბევრი და მიიღე მეტი ჟანგბადი.

მოუსმინე მუსიკასperson holding black iphone 7

განწყობის შექმნა და სწორი დამოკიდებულებით საქმის კეთება ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ბევრს ფიქრობ და საბოლოო იდეამდე ვერ მიდიხარ ძალიან იღლები, ამ დროს ხასიათი ძალიან გიფუჭდება. ამიტომ ეცადე შენი ემოციები და განწყობა მუსიკის დახმარებით გამოასწორო. მაგალითად, სტივ ჯობსი განწყობის შესაქმნელად მუსიკას უსმენდა, ეს კი კრეატულ აზროვნებაში ეხმარებოდა.

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე

ფასდაკლების მიღება