fbpx
მომხმარებლის ფსიქოლოგია

5 ფსიქოლოგიური რჩევა სოციალური მედიის შესახებ

თარიღი: 15 July, 2020

თუ გინდა, რომ შენი კონტენტით ადამიანებზე გავლენა მოახდინო ამისთვის მხოლოდ სოციალური მედიის სიღრმისეული ცოდნა საკმარისი არ არის, შენ მომხმარებლის ფსიქოლოგიაც უნდა გესმოდეს.

აღმოაჩინე 5 ფსიქოლოგიური რჩევა, რომელიც მომხმარებლის მოზიდვაში დაგეხმარება:

ფერებით საუბარი

selective-photography of stop signage

კომპანიები, რომლებიც ფერთა სწორ პალიტრას ქმნიან ყოველთვის მარტივადვე იქცევენ ადამიანების ყურადღებას. სანამ პოსტს განათავსებდეთ სწორად უნდა შეარჩიოთ ფერები. ფერი, რომელსაც ირჩევთ თქვენს ბრენდს, იდეას, მისწრაფებას უნდა ასახავდეს. აუცილებელია ფერების ფსიქოლოგიისა და მნიშვნელობის გათვალისწინება. არსებობს ფერები, რომლებიც მაშინვე იქცევენ ადამიანების ყურადღებას,მაგალითად: წითელი, ყვითელი, სტაფილოსფერი და სხვა.

არ გიფიქრია რატომ არის წითელი ფერის საგზაო ნიშანი ,,Stop” ან ნებისმიერი, რამ რაც გვაფრთხილებს საფრთხეზე? იმიტომ, რომ წითელი ფერის დანახვისას ადამიანის ყურადღების მიქცება ადვილია, გონება მაშინვე კონცენტრირდება კონკრეტულ დეტალზე, თვალი კი მაშინვე აღიქვამს საგანს.

გამოსახულების ეფექტი

photo of man about to jump from cliff

სურათი ეს არის ის, რასაც პირველად ხედავს ადამიანის თვალი, ამიტომ უნდა შეარჩიოთ ისეთი გამოსახულება, რომელიც მომხმარებელზე გავლენას მარტივადვე მოახდენს. სურათი უნდა გადმოსცემდეს თქვენს სათქმელს. მაგალითად, Red Bull-ის ინსტაგრამ გვერდძე შეხვდებით ბუნებაში მოსიარულე ადამიანის ფოტოს, ჩანჩქერში მოცურავე ნავებს, რადგან პროდუქტის აზრიც არის ის, რომ აღმოაჩინო, რაიმე ახალი და ისიამოვნო თავგადასავლებით.

სურათის შერჩევისას გაითვალისწინეთ სამიზნე აუდიტორია, ყურადღება მიაქციეთ ფერებს, ფორმებს. თითოეული დეტალი თავისებურად მოქმედებს ადამიანის ფსიქოლოგიაზე.

სიტყვის ეფექტი

open book lot

მას შემდეგ, რაც სურათს შეარჩევთ მოგიწევთ აღწერის მოფიქრებაც. აღწერა დაიწყეთ იმ სიტყვებით, რომლებიც მომხმარებელს დააინტერესებს. მაგალითად, არსებობს 6 ჯადოსნური სიტყვა: ვინ? რა? სად? როდის? როგორ?რატომ? ეს ის სიტვებია, რომლებიც დაგეხმარებათ მომხმარებლის ყურადღების მარტივად მიპყრობაში. ამის გარდა, ადამიანები ყოველთვის ეძებენ რაიმე ისეთს, რაც ახასიათებს მოვლენას, საგანს, ამიტომ გამოიყენეთ ზედსართავი სახელები მაგალითად: აკრძალული, საინტერესო, დასამახსოვრებელი, გამოსადეგი და ა.შ.

კონტენტი, როგორც ემოცია

grayscale photography of person covering face

ადამიანებს უყვართ, როდესაც კითხულობენ ან ხედავენ ისეთ რამეს, რაც მათში ემოციას იწვევს. თუ გსურთ, რომ მომხმარებელმა შეგიყვაროთ, დაინტერესდეს, აუცილებელია მათთვის ისეთი კონტენტის შეთავაზება, რომელიც ემოციებს გამოიწვევს. ამისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიდეო ემოციური ტექსტით, ინსპირაციული ფრაზები, სურათები, სადაც ადამიანები ემოციებს გამოხატავენ, წარწერები, რომლებიც თავს დაგამახსოვრებენ.

საუბრის ხელოვნება

two man and woman holding cups on tables

თუ გინდა, რომ მომხმარებელმა აღგიქვას, როგორც ადამიანი და არა, როგორც ბრენდი აუცილებელია უშუალო კომუნიკაცია. დაიწყე ისეთი პოსტების განთავსება, რომლითაც კითხვას დაუსვამ მომხმარებელს მაგალითად, ,,მომიყევი შენი ამბავი.”, ,,რა მოგწონს”, ,,რას შეცვლიდი”, ამით მომხმარებელს შენდამი ნდობა უჩნდება, ხედავს, რომ შენ ხარ ბრენდი, რომელისთვისაც მომხმარბელის ინტერესები მნიშვნელოვანია და არა ბრენდი, რომელიც გაყიდვებზეა ორიენტირებული.

ადამიანის ფსიქოლოგია ეს არის ის, რაც ყოველთვის უნდა გაითვალისწინო, მნიშვნელობა არ აქვს იქნები სოციალური მედიის მენეჯერი, გრაფიკული დიზაინერი თუ ქოფირაითერი. დაფიქრდი, როგორ აღიქვამდი იგივე სურათს, ტექსტს ან ვიდეოს შენ მომხმარებლის ადგილზე და გადაამოწმე სხვების ფსიქოლოგიით.

 

 

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე

ფასდაკლების მიღება