fbpx
5 ჩვევა, რომელიც წარმატებულ ადამიანებს ახასიათებთ

5 ჩვევა წარმატებული ადამიანების ყოველდღიურობიდან

თარიღი: 11 September, 2020

საინტერესოა, როგორ გეგმავს კვირას უორენ ბაფეტი? ან რას მიირთმევს საუზმეზე ბილ გეითსი ? ან რა იყო სტივ ჯობსის ჰობი?

ეს ინფორმაცია საინტერესო არ იქნებოდა ეს ადამიანები წარმატებულები, რომ არ ყოფილიყვნენ. ადამიანის წარმატებას მისი რუტინა, ჩვევები და ქმედებები განაპირობებს, ამიტომ ჩვენ გვაინტერესებს რომელი ჩვევების დახმარებით მიაღწიეს წარმატებას გამოჩენილმა ადამიანებმა.

გაეცანი, 5 ჩვევას, რომელიც წარმატებული ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი:

დილა იწყება ადრე

man holding cup filled with coffee on table

თითქმის ყველა წარმატებული კომპანია ადრე იწყებს მუშაობას. საქმის ადრე დაწყება სჩვევიათ ისეთ წარმატებულ კომპანიებს როგორებიცაა: Apple, Starbucks, Disney. დილით გონება დასვენებულია, შესაბამისად ყველა რთულ დავალებას ადამიანის გონება დღის პირველ ნახევარში უკეთ ართმევს თავს. სწორედ ამიტომ, აწყობენ ბრეინშტორმინგს დილით და არა საღამოს.

პრიორიტეტიზაცია

person stepping on blue stairs

პრიორიტეტების სწორად დალაგება წარმატების განმსაზღვრელია. პრიორიტეტიზაციის გარეშე შენ გამოგრჩება რაიმე ძალიან მნიშვნელოვანი და დროს უსარგებლო საქმეებს დაუთმობ. ყველაზე წარმატებული ადამიანები საკუთარ გეგმას სწორედ პრიორიტეტების მიხედვით ალაგებენ, რომელი დავალება უნდა შესრულდეს პირველი და რომელი დავალება მოგიტანს მეტ წარმატებას მომავალში? ეს ის კითხვებია, რომლებზეც პასუხს პრიორიტეტების დალაგების დროს გასცემთ.

მიზნის განსაზღვრა

Steve Jobs Knew How to Write an Email. Here's How He Did It | Inc.com

,,მე მინდა შევქმნა კრეატიული რეკლამა.”, ,, მე მინდა, გავხდე პოპ-ვარსკვლავი.”-ამბობს უცნობი პიროვნება

რა გინდა შენ? რას ისახავ მიზნად? ამის განსაზღვრის გარეშე შენ უბრალოდ ასცდები იმ გზას, რომელიც მიზნის მისაღწევად უნდა გაიარო. წარმატებული ადამიანები უპირველესად ისახავენ მიზანს.

წინასწარი სამზადისი

assorted-color clothes

თითქმის ყველა წარმატებული ადამიანი წინასწარ ამზადებს მეორე დღეს ჩასაცმელ სამოსს. ეს ერთი შეხედვით ძალიან ჩვეულებრივი დეტალი იმის მანიშნებელია, რომ მსგავსი ტიპის ადამიანები წინასწარ განსაზღრავენ ყველაფერ იმას, რისი გაკეთებაც სურთ მომავალში.

გზის გაგრძელება

Nashville school removes Harry Potter books from its library on the advice of an exorcist

ჯოან როულინგს 13-მა გამომცემლობამ უთხრა უარი წიგნის დაბეჭდვაზე, მაიკლ ჯორდანს სკოლაში საკალათბურთო გუნდში მიღებაზე უთხრეს უარი, უოლტ დისნეის საკუთარი ნაშრომი ნაკლები კრეატივის გამო დაუწვეს. მიუხედავად ამ ფაქტებისა, ეს ადამიანები არ დანებდნენ და განაგრძეს საკუთარი წარმატებისთვის ბრძოლა.

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე

ფასდაკლების მიღება