fbpx
4 თვისება, რომელიც ცუდ ლიდერს ახასიათებს

4 თვისება, რომელიც ცუდ ლიდერს ახასიათებს

თარიღი: 23 April, 2021

კითხვაზე – როგორია კარგი ლიდერი, უამრავ განსხვავებულ პასუხს მოვისმენთ. ამის საპირისპიროდ არსებობს ზუსტად განსაზღვრული თვისებები, რომელთა არსებობაც ადამიანში ცუდ ლიდერობაზე მიგვანიშნებს.

თუ ეს 4 თვისება შენს გარემოცვაში მყოფ ადამიანებს ახასიათებთ, ესე იგი ცუდ ლიდერთან გაქვს საქმე:

ნიშანი N1 – ცდილობს ყველაფერი სხვას დააბრალოს

black smartphone near person

პროექტი კიდევ არ არის მზად? – ეს თქვენი ბრალია, მე სწორად დავამენეჯმენტე თითოეული დეტალი. რამდენჯერ შეიძლება ერთი და იგივე შეცდომა გქონდეთ არ მესმის. აშკარად ძალიან შემცირდა დამკვეთების რაოდენობა, რაღაცას ვერ აკეთებთ სწორად.

ეს სწორედ ის ნაცნობი შემთხვევაა, როდესაც ლიდერი ფიქრობს რომ ყველაფერი შენი ან რომელიმე გუნდის წევრის ბრალია, ამიტომ იწყებს ყველა ცუდი შედეგის გუნდზე გადაბრალებას.

ნიშანი N2 – ცუდ ლიდერს ეშინია ჭკვიანი თანამშრომლის

traffic light in red

ცუდი ლიდერი ყოველთვის ცდილობს ნიჭიერი თანამშრომლების ,,დაჩაგვრას“, დაიგნორებას ან ერიდება ასეთი თანამშრომლების სამსახურში აყვანას. არ აძლევს დასაქმებულებს არანაირ შესაძლებლობას, რაც კომპლექსის ნიშანია.

ნიშანი N3 – ცუდი ლიდერი გუნდის წევრებს თავდაუზოგავ მუშაობას აიძულებს

man wearing white top using MacBook

თუ ლიდერი გუნდის წევრებს თავდაუზოგავ შრომისკენ მოუწოდებს, იგივე უნდა გამომდინარეობდეს მისი ქმედებიდანაც. თუ ის არაფერს აკეთებს, ეზარება, არ ინტერესდება, გამოდის, რომ ცუდი ლიდერია.

ნიშანი N4 – ფიქრობს, რომ ყოველთვის მართალია

man standing in front of group of men

ეს გავრცელებული თვისებაა. არ მოსწონს როდესაც ეკამათებიან, ფიქრობს რომ ყველაფერში მართალია, ჰგონია რომ არასდროს უშვებს შეცდომას. ასეთ ადამიანთან მუშაობა საკმაოდ არასასიამოვნო და რთულია.

თუ სამსახურში, უნივერსიტეტის ჯგუფში, სკოლაში ან ნებისმიერ ადგილას ადამიანში ამ თვისებებს ამოიცნობ, ეს ნიშნავს იმას, რომ ის არ არის კარგი ლიდერი.