fbpx
მეილი

4 შეცდომა, რომელიც არ უნდა დაუშვა Email-ის წერისას

თარიღი: 28 April, 2021

როგორ ფიქრობ მეილის წერისას უშვებ შეცდომებს?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემამდე გაეცანი 4 გავრცელებულ შეცდომას, რომელსაც მეილის წერის დროს შეხვდები:

#1 – მეილებს არ უწერ Subject-ებს

silhouette of road signage during golden hour

ეს ყველაზე დიდი შეცდომაა, Subject-ი მკითხველს ეხმარება გაიგოს რას ეხება მეილი, რა შინაარსი დახვდება მეილის შიგნით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეილის მიმართულებას მისი Subject- განსაზღვრავს.

ბრენდები ხშირად იყენებენ Subject-ს, რათა დააინტრიგონ მკითხველი და უბიძგონ მეილის გახსნისკენ. შენც შეგიძლია იგივე სტრატეგია გამოიყენო მკითხველის ყურადღების მიპყრობის მიზნით.

#2 – წერ ძალიან გრძელ მეილებს

white line open road under cloudy skies

მეილის მთავარი ფუნქცია არის ის, რომ შენ ძალიან მოკლედ და კონკრეტულად მიაწოდო საჭირო ინფორმაცია მკითხველს. მეილი არ უნდა იყოს რამდენიმე გვერდი, არამედ მხოლოდ რამდენიმე წინადადება, რომელშიც შენი მთავარი სათქმელი იქნება გადმოცემული.

#3 – არ წერ კონკრეტულ ადამიანს

woman holding brown umbrella

ყველამ ვიცით რომ მეილს აქვს ფუნქცია ,,Forward”, ხშირად ამ ფუნქციის გამოყენება სარისკოა. თუ შენი მეილი 20 კაცთან გაგზავნილი და ამის შემდეგ დაფორვარდებული შეტყობინებაა, მაშინ მკითხველს აუცილებლად გაუჩნდება უკმაყოფილების გრძნობა.

პირველი, იმიტომ რომ თავს განსაკუთრებულად არ იგრძნობს და მეორე გააღიზიანებს ყველა კითხვის, პასუხის, შეტყობინების გაგზავნის დროისა და მიბმული დოკუმენტის ერთად ხილვა.

#4 -იყენებ აბრევიატურებს და ემოჯებს

yellow ukulele, cars, emoji plush toy on white surface

მეილის წერისას არ უნდა გამოიყენო ემოჯი, სტიკერი, გიფი, განსაკუთრებით, მაშინ როდესაც ეს ოფიციალური მეილია.

სხვა შემთხვევაა, როდესაც მეილ კამპანიას გეგმავ და ვიზუალურ მასალას აზრის უკეთ გადმოცემის მიზნით იყენებ.

გაითვალისწინე ეს შეცდომები და ეცადე თავი აარიდო თითოეულს.