fbpx
4 რჩევამ დღის უკეთესად დასაწყებად

4 რჩევა, დღის საუკეთესო დასაწყისისთვის

თარიღი: 14 April, 2021

არსებობს გამოთქმა: ,,დილას, როგორი განწყობითაც დაიწყებ, მთელი დღე ისე გაგრძელდება.“  – ეს მართლაც ასეა. რასაც აკეთებ გაღვიძებისთანავე და დღის პირველ ნახევარში, ისე ეწყობა შენი მთლიანი დღე, ამიტომ მნიშვნელოვანია სწორი მოქმედებები შეარჩიო დღის დასაწყებად.

არ აიღო მობილური გაღვიძებისთანავე

grayscale photography of iPhone X, AirPods, Apple Pencil and iPad

როდესაც გაღვიძებისთანავე მობილურ ტელეფონს იღებ ხელში და იწყებ Facebook-ის ან Instagram-ის სქროლვას, შემხვედრი ნეგატიური ინფორმაცია უარყოფითად მოქმედებს შენზე. შენ კარგავ შანს, რომ დილა მეტი მოტივაციით და პოზიტივით დაიწყო.

უფრო მეტსაც გეტყვი, სცადე რამდენიმე დღე და საძინებლიდან საერთოდ გაიტანე მობილური ტელეფონი, კომპიუტერი და სხვა მოწყობილობები და ნახავ რომ ყოველდღე უფრო დასვენებული გაიღვიძებ. გამოსხივება შენზე უარყოფითად მოქმედებს, ამიტომ გაითვალისწინე ეს ფაქტორი.

აუცილებლად აალაგე საწოლი

white bed sheet

საწოლის ალაგებით შენ დღის პირველ დავალებას ასრულებ, რასაც აუცილებლად მოჰყვება სხვა ყველა საქმის ბოლომდე მიყვანა. სახლში დაბრუნებისას კი თავს უკეთ იგრძნობ, როდესაც მოწესრიგებული გარემო დაგხვდება.

გაიღვიძე ერთსა და იმავე დროს

silver bell alarm clock

ალბათ გიჭირს დილით ადრე გაღვიძება, ამის მიზეზი კი ის არის რომ შენ არ ხარ მიჩვეული ერთსა და იმავე დროს გაღვიძებას. გამოიმუშავე ეს უნარი, მიაჩვიე ორგანიზმი კონკრეტული დროისთვის გამოფხიზლებას, ეს შენს განწყობაზე, პროდუქტიულობაზე აუცილებლად აისახება.

დაიწყე ყველაზე რთული დავალებით – ,,შეჭამე ბაყაყი“

person holding red jigsaw puzzle

არსებობს ფრაზა: ,,პირველ რიგში შეჭამე ბაყაყი.“ – ეს კი გულისხმობს ყველაზე რთული დავალების შესრულებას. დაიწყე შენი საქმე ყველაზე სასწრაფო, მნიშვნელოვანი დავალებით. შესაძლოა ეს დავალება უსიამოვნოც იყოს, თუმცა არ გადადო, რათა შემდეგ სხვა საქმეებზე კონცენტრირება მარტივად შეძლო.

ამის გარდა, დილით ადრე დასვენებულ გონებაზე რთულ დავალებასთან გამკლავებას უფრო მარტივად შეძლებ, ვიდრე დღის მეორე ნახევარში.

დილა დაიწყე ამ ოთხი რჩევის გათვალისწინებით, შედეგს კი თავად ნახავ.