fbpx
ვებ დეველოპმენტი

4 მიზეზი, თუ რატომ უნდა ისწავლო ვებ დეველოპმენტი

თარიღი: 25 February, 2021

დეველოპმენტის სწავლა რთული პროცესია!

გსმენია მსგავსი ფრაზა? – ალბათ, კი. ნუ მოექცევი მისი გავლენის ქვეშ.

შევეცდები სულ მცირე 4 მიზეზის დახმარებით გაგაცნო ამ მიმართულების უპირატესობები და დაგარწმუნო, რომ ამ სფეროს შესწავლა სირთულეს არ წარმოადგენს:

#1 – ვებ დეველოპერი ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიებს შორის ერთ-ერთია

green plant on brown round coins

დეველოპერები დიდ ბრიტანეთში წელიწადში საშუალოდ 60, 000 ევრომდე გამოიმუშავებენ, ხოლო აშშ-ში 120,000 დოლარამდე. დეველოპერის საქმიანობა ნამდვილად დაფასებულია, ამიტომაცაა ის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიას შორის ერთ-ერთი.

#2 – აქ არ არსებობს ორი ერთნაირი დღე

analog clock at 12 am

ტექნოლოგიები კრეატიული ადამიანებისთვის საუკეთესო ადგილია. კოდის წერა მოითხოვს დეტალების გააზრებას, ყურადღებას, მუდმივად ახალ დავალებებთან და პრობლემებთან გამკლავებას, ამ პროცესში კი სულ რაღაც ახალს სწავლობ და ვითარდები. მოკლედ რომ ვთქვათ მუდამ განვითარების და კრეატივის ძიების პროცესში ხარ, ამიტომ არ არსებობს ორი ერთნაირი დღე.

#3 – ვებ დეველოპერების მიმართ მოთხოვნა მაღალია

group of people waving their hands

ყველა კომპანიას სჭირდება გამართული ვებგვერდი, ამიტომ ამ პროცესში დეველოპერის ჩართულობა აუცილებელია. Indeed.com-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კომპანიებს ძალიან უჭირთ დეველოპერის მოძებნა, რადგან ამ მიმართულებით მომუშავე ადამიანების რიცხვი სხვა პროფესიებთან შედარებით ძალიან მცირეა, მოთხოვნა კი მაღალია.

იმ შემთხვევაში, თუ ზუსტად არ იცი არის თუ არა ვებ დეველოპმენტი შენი თავის გამოხატვის საუკეთესო საშუალება, შეგიძლია ციფრული ინდუსტრიის აკადემიის უფასო საკონსულტაციო შეხვედრის საშუალებით გაარკვიო, თუ რომელი მიმართულება შეგეფერება ყველაზე მეტად.

#4 – შენ არ გჭირდება ბაკალავრის დიპლომი

people throwing hats on air

ყველას შეუძლია გახდეს დეველოპერი, მთავარია სურვილი და დაინტერესება. შენ დიპლომის გარეშეც შეგიძლია იმუშაო საუკეთესო კომპანიაში. შეგიძლია გაიარო კურსი, დაეუფლო ამ პროფესიას და იმუშაო საკუთარი უნარების გაუმჯობესებაზე.

თუ შეძლებ, რომ ჩამოყალიბდე პროფესიონალ დეველოპერად, ნებისმიერ კომპანიას მოუნდება შენთან თანამშრომლობა და ის ფაქტი, რომ დიპლომი არ გაქვს მოთხოვნის მიღმა დარჩება.

იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობ, რომ ეს სფერო საშენოა, შეგიძლია დარეგისტრირდე ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ვებ დეველოპმენტის კურსზე, დაიწყო სწავლა ნულიდან და შეიძინო ყველა ის უნარი, რომელიც შემდგომში დაგეხმარება გახდე გამორჩეული კადრი ამ სფეროში.