fbpx
ქოფირაითინგი

4 მიზეზი, თუ რატომ უნდა ისწავლო ქოფირაითინგი

თარიღი: 15 March, 2022

ქოფირაითინგი იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ წინადადებების ერთმანეთთან შეერთება. ის გულისხმობს სწორი სიტყვების შერჩევას, მკაფიო, მაგრამ ლაკონიური გზავნილების გადმოცემას, რათა საბოლოოდ მკითხველს მოქმედებისკენ უბიძგოს.

ოდესმე გინატრია, რომ სხვადასხვა კრეატიული ტექსტების ავტორი ყოფილიყავი? – თუ არა შეგიძლია ამ შესაძლებლობაზე ახლა დაფიქრდე, ან არჩევანი კიდევ უფრო რომ გაგიმარტივდეს, ციფრული ინდუსტრიის აკადემიის უფასო საკონსულტაციო შეხვედრის საშუალებით გაარკვიო, თუ რომელი მიმართულება შეგეფერება ყველაზე მეტად.

სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ კარგად უნდა გაიაზრო, თუ რას გულისხმობს ეს სფერო და რა დადებითი მხარეები აქვს მას.

მოცემულ სტატიაში, სწორედ ქოფირაითინგის უპირატესობებს გაეცნობი:

#1 იქნები მუდამ მოთხოვნადი

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ისწავლო ქოფირაითინგი

დღეს, ნებისმიერ კომპანიას სჭირდება ქოფირაითერი. ამ პროფესიის თითოეული წარმომადგენელი ერთგვარი შუამავალია ბრენდსა და მომხმარებელს შორის, ის ვერბალური კომუნიკაციით, ადამიანების ემოციებზე დაყრდნობით აღწევს სასურველ მიზანს, თუმცა ყველა კომპანიას შეიძლება არ ჰქონდეს იდენტური ინტერესები, ბიუჯეტი, ან მოთხოვნები, მაგრამ ნებისმიერს მათგანს სჭირდება ქოფირაითერი, რომელიც ბრენდის ცნობადობას კიდევ უფრო გაზრდის.

#2 გექნება მაღალი ანაზღაურება

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ისწავლო ქოფირაითინგი

მიუხედავად იმისა, რომ ყველა კომპანიის მოთხოვნები და ბიუჯეტი განსხვავებულია, ქოფირაითერის ანაზღაურება განისაზღვრება მისი გამოცდილებიდან გამომდინარე. რაც უფრო, გამოცდილი და გათვითცნობიერებულია ქოფირაითერი კომპანიის ინტერესებში, მით უფრო იზრდება მისი ანაზღაურება, მთავარია, მან დაამტკიცოს, რომ კარგად ესმის მომხმარებლების და მათთვის გასაგებ ენაზე საუბრობს.

#3 შენი ყოველი დღე იქნება განსხვავებული

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ისწავლო ქოფირაითინგი

ალბათ, სწორედ ეს არის ქოფირაითინგის მთავარი უპირატესობა – კრეატივით სავსე გარემო, რომელში მოგზაურობაც არასდროს გბეზრდება. შენთვის ყოველი დღე იქნება გამოწვევა, ყველაფერი რასაც შენს გარშემო დაინახავ, მოგაწვდის ახალ იდეებს და აგავსებს შთაგონებით, გაიცნობ სხვა შემოქმედებით ადამიანებს, ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში დაგეხმარება იარო წინ და ყოველდღიურად განავითარო საკუთარი თავი.

#4 ისწავლი მარტივად

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ისწავლო ქოფირაითინგი

დღეს, ისეთი პროფესიის დაუფლება, როგორიც ქოფირაითინგია არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას, მთავარია გქონდეს ინტერესი ამ სფეროსადმი და შეგეძლოს კარგად წერა. თუ გინდა თავი გამოცადო ამ სფეროში, შეგიძლია დარეგისტრირდე ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ქოფირაითინგის კურსზე და სფეროში წარმატებული ადამიანებისგან მოისმინო საინტერესო რჩევები, მიიღო როგორც, თეორიული ასევე პრაქტიკულო ცოდნა და საბოლოოს დასაქმდე ამ მიმართულებით.