fbpx
4 მიზეზი, თუ რატომ უნდა ისწავლო მოუშენ დიზაინი

4 მიზეზი, თუ რატომ უნდა ისწავლო მოუშენ დიზაინი

თარიღი: 25 March, 2022

ოდესმე გიფიქრია ანიმაციის შექმნაზე ან უძრავი გამოსახულების გაცოცხლებაზე? – შეიძლება არც კი იცი, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთა პროფესიაც სწორედ უსიცოცხლო, უძრავი გამოსახულების გაცოცხლებაა, თუ ასეა, კარგად მოკალათდი და დავიწყოთ.

მოუშენ დიზაინი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სფეროა მსოფლიოში. მისი დახმარებით შეგიძლია გააცოცხლო უძრავი გამოსახულება და შექმნა უამრავი საინტერესო ანიმაცია. მოძრავი გრაფიკა უკვე დიდი ხანია არსებობს, თუმცა სამყაროს განვითარებასთან ერთად მასზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა.

თუ არ ხარ ჩამოყალიბებული და არ იცი, რა არის ის საქმე, რომლის კეთებაც ყველაზე მეტად მოგეწონება, შეგიძლია ციფრული ინდუსტრიის აკადემიის უფასო საკონსულტაციო შეხვედრის საშუალებით გაარკვიო, რომელი საქმე შეგეფერება ყველაზე მეტად, მანამდე კი გაეცანი იმ მიზეზებს, თუ რატომ უნდა ისწავლო მოუშენ დიზაინი:

#1 მასზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება

4 მიზეზი, თუ რატომ უნდა ისწავლო მოუშენ დიზაინი

YouTube-ი სიდიდით მეორე საძიებო სისტემაა. ამ ყველაფერს ერთი მარტივი მიზეზი აქვს, ადამიანებს ურჩევნიათ უყურონ ფერად, მოძრავ გამოსახულებას, ვიდრე ნაცრისფერ ტონებში წაიკითხონ ტექსტი. ამ მეთოდის საშუალებით ადამიანები ბევრად მარტივად იღებენ სასურველ ინფორმაციას. წარმატებულმა ბრენდებმა ეს იციან, ამიტომ ცდილობენ მომხმარებელს, რაც შეიძლება გაუმარტივონ საქმე და სწორედ ამ ფორმით შესთავაზონ პროდუქტი თუ მომსახურება. შესაბამისად, ვიდეოები და ანიმაციები ბრენდის კომუნიკაციის განუყოფელი ნაწილი გახდა, სწორედ აქედან გამომდინარეობს მაღალი მოთხოვნა მოუშენ დიზაინერებზე.

#2 დაზოგავ უამრავ დროს

4 მიზეზი, თუ რატომ უნდა ისწავლო მოუშენ დიზაინი

მოუშენ დიზაინი კომპლექსური სამუშაოა, თუმცა მასთან გამკლავება 1 ადამიანს თავისუფლად შეუძლია. მოძრავი გრაფიკა არ საჭიროებს კამერას, მსახიობებს, განათებას და სხვა გადაღებისთვის საჭირო ატრიბუტებს, საჭიროა მხოლოდ კომპიუტერი და ცოდნა. ეს ყველაფერი მოგცემს საშუალებას ნაკლები დრო და ენერგია დახარჯო საინტერესო ვიდეოს ასაწყობად, გამოიყენო შენი ფანტაზია და გააცოცხლო უძრავი ნახატები.

#3 გაძლევს საშუალებას იყო განსხვავებული

4 მიზეზი, თუ რატომ უნდა ისწავლო მოუშენ დიზაინი

ამბის თხრობა უამრავი გზა არსებობს, მოძრავი გრაფიკა კი ამის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ის ბრენდებს აძლევს შესაძლებლობას შექმნან სხვებისგან გამორჩეული კონტენტი, მარტივად მიიტანონ სათქმელი სამიზნე აუდიტორიამდე. ასე რომ, დაფიქრდი, გსურს თუ არა გახდე ადამიანი, რომელიც ამ ყველაფრის შემოქმედი იქნება?

#4 არ ჩამორჩები ციფრულ სამყაროს

4 მიზეზი, თუ რატომ უნდა ისწავლო მოუშენ დიზაინი

ნელ-ნელა ყველაფერი იცვლება. ჩვენ ვინაცვლებთ ისეთ სამყაროში, სადაც ყველაფერი ვირტუალურია, განათლების მიღებაც კი ციფრულად ხდება, ასე რომ, თუ შენ ამ პროფესიის დაუფლებას გადაწყვეტ, იქნები ადამიანი, რომელიც მუდმივად იღებს ახალ გამოწვევებს, არ ჩამორჩება სიახლეებს და ცდილობს კრეატიული, განსხვავებული და ყველზე საინტერესო გზით მიიქციოს მომხმარებლის ყურადღება.

თუ ხარ დაინტერესებული ამ მიმართულებით, შეგიძლია ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში მოუშენ დიზაინის კურსი გაიარო და ნულიდან ისწავლო ყველა ის საჭირო ხელსაწყო, რომელიც დაგეხმარება გახდე სრულფასოვანი მოუშენ დიზაინერი.