fbpx
4 მიზეზი, თუ რატომ უნდა ისწავლო ციფრული მარკეტინგი

4 მიზეზი, თუ რატომ უნდა ისწავლო ციფრული მარკეტინგი

თარიღი: 28 March, 2022

რაც უფრო მეტი დრო გადის, სიტყვა – ,,ციფრული” სულ უფრო და უფრო მკვიდრდება ჩვენს ლექსიკონში. ეს ყველაფერი ლოგიკურია, რადგან გარშემო ყველაფერი ციფრულდება, ამიტომ ყველა ის ადამიანი, რომელსაც სურს, სიახლეებს არ ჩამორჩეს, უნდა ცდილობდეს ციფრულ სამყაროსთან ადაპტირებას.

ამის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ციფრული მარკეტინგის შესწავლაა, თუ ბევრი არ გსმენია ამ სფეროს შესახებ, შეგიძლია ციფრული ინდუსტრიის აკადემიის უფასო საკონსულტაციო შეხვედრის დახმარებით გაარკვიო, თუ რამდენად შეგეფერება ეს პროფესია.

როგორც ვახსენე, ციფრული მარკეტინგი თანამედროვე სამყაროს გამოწვევაა. შეგიძლია უფრო დეტალურად გაეცნო იმ მიზეზებს, თუ რატომ უნდა შეისწავლო ეს პროფესია:

#1 ციფრული ბაზარი სწრაფად იზრდება

4 მიზეზი, თუ რატომ უნდა ისწავლო ციფრული მარკეტინგი

ციფრული მარკეტინგი სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა. იმისათვის, რომ შენი პროდუქტი მუდამ მოთხოვნადი იყოს, საჭიროა ციფრულ ბაზარზე მოწინავე პოზიცია გეჭიროს. სწორედ ამის საშუალებას იძლევა ციფრული მარკეტინგი – მიაწვდინო მომხმარებელს ხმა ყველაზე ეფექტური გზით.

#2 მაღალი ხელფასი და ბევრი შესაძლებლობა

4 მიზეზი, თუ რატომ უნდა ისწავლო ციფრული მარკეტინგი

ციფრულ მარკეტერებს საკმაოდ მაღალი ანაზღაურება აქვთ, ისინი არ უჩივიან დასაქმების პრობლემას, რადგან მაღალი მოთხოვნის გამო, ყველა კომპანიას სჭირდება ამ პროფესიის წარმომადგენლები, პროფესიონალი კადრები, რომლებსაც კარგად ესმით მომხმარებლის და შეუძლიათ სასურველი შეთავაზება საინტერესო გზით მიაწოდონ.

#3 იქნები მუდამ განვითარების პროცესში

4 მიზეზი, თუ რატომ უნდა ისწავლო ციფრული მარკეტინგი

მონაცემთა ბაზების ანალიზი, სამიზნე აუდიტორიაზე დაკვირვება, მომხმარებლისთვის კონკრეტული მოქმედებისკენ მოწოდება – ეს პროცესები ციფრული მარკეტერის საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. იმისთვის, რომ ამ სფეროში ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია დაიკავო, საჭიროა მუდმივად ძიების და დაკვირვების პროცესში იყო, შეეცადო სწორად გამოიყენო ციფრული მარკეტინგის ყველა შესაძლებლობა, რათა მაღალი კონკურენციის პირობებში შენმა ბრენდმა შეძლოს არსებობა.

#4 არ გჭირდება ბაკალავრის დიპლომი

4 მიზეზი, თუ რატომ უნდა ისწავლო ციფრული მარკეტინგი

არსებობს პროფესიები, რომლებიც არ მოითხოვენ უნივერსიტეტში 4 წლიან სწავლას, მათ ხშირად ,,მომავლის პროფესიებს” უწოდებენ. სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნება ციფრული მარკეტინგიც. შეგიძლია სახლიდან გაუსვლელად გაიარო კურსი და ცოდნის შეძენის შემდეგ დასაქმდე ამ მიმართულებით. ამის შესაძლებლობას გაძლევს ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ციფრული მარკეტინგის კურსი, რომლის დახმარებითაც, ამ სფეროში წამყვანი ადამიანიანები გაგიზიარებენ საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას.

თანამედროვე სამყაროში ყველაფერი ძალიან მარტივია. ასე რომ, დაიწყე სწავლა დღესვე და გახდი ადამიანი, რომელიც მუდამ მოთხოვნადია დასაქმების ბაზარზე.