fbpx
5 მიზეზი თუ რატომ გჭირდება ინტერიერის დიზაინერი

4 მიზეზი, თუ რატომ გჭირდება ინტერიერის დიზაინერი

თარიღი: 27 July, 2020

სახლი ეს არის ადგილი, რომლიც შენს გემოვნებას, პიროვნებას, სტილს უნდა გამოხატავდეს. ლამაზი ინტერიერი საკმარისი არ არის, ეს უნდა იყოს სივრცე, რომელიც შენი დასვენებისა და განტვირთვისთვის შესაბამის პირობებს შექმნის. ამაში კი ინტერიერის დიზაინერი ნამდვილად დაგეხმარება.

გაეცანი 5 მიზეზს, თუ რატომ გჭირდება ინტერიერის დიზაინერი:

დაზოგავ დროს

white and gray analog clock

სახლის რემონტისას ყოველთვის ერთი სული გაქვს, რაც შეიძლება მალე დაასრულო ეს პროცესი და მიიღო სასურველი შედეგი, თუმცა ხშირად პრობლემები იჩენს თავს. ინტერიერის დიზაინერი გამოცდილია, მან ზუსტად იცის რა სახის წინააღმდეგობებს შეიძლება შეხვდე რემონტის პროცესში და ამის მიხედვით წინასწარ აორგანიზებს ყველა საკითხს. წინააღმდეგობები ყოველთვის აჭიანურებს სასურველი შედეგის მიღებას, ეს კი უარყოფითად მოქმედებს საქმეზეც და შენს განწყობაზეც. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად მთლიან პასუხისმგებლობას ანიჭებ ერთ კონკრეტულ ადამიანს, რომელიც ცდილობს მინიმალურ დროში სასურველი შედეგის მიღებას.

პროფესიონალური ხედვა

Untitled1.png

როდესაც ქირაობ ინტერიერის დიზაინერს, შენ მალევე გაქვს გეგმა იმის შესახებ თუ, როგორ უნდა მოაწყო სივრცე. სახლის მოწყობისას პროფესიონალიზმი ძალიან მნიშვნელოვანია. გამოცდილება, ცოდნა, ხედვა, ეს ის ყველაფერია, რომლის დახმარებითაც შენს სახლს სასურველ ვიზუალს შესძენ. პროფესიონალი დიზაინერი შენი ერთი სიტყვითვე მარტივადვე მიხვდება, როგორი სტილის სახლი გინდა. ის უკეთ დაინახავს სავარძლის განთავსება მარჯვენა მხარეს იქნება უკეთესი თუ მარცხნივ ან შენს სამზარეულოს ღია ფერი მოუხდება თუ მუქი.

ზუსტად განსაზღვრული ბიუჯეტი

black Android smartphone

ინტერიერის დიზაინერი თავიდანვე გეუბნება რაში რამდენი რესურსის ჩადება მოგიწევს, ყველაფერი განსაზღვრული, დაგეგმილი და დაორგანიზებულია. როდესაც შენით აკეთებ რემონტს ხარჯები ყოველთვის იმაზე მეტია, ვიდრე ელოდი, ინტერიერის დიზაინერი კი ყველაფრის შესახებ თავიდანვე გაწვდის ინფორმაციას და ამის მიხედვით იწყებს საქმეს.

მან ზუსტად იცის სად მოძებნოს მასალაman holding pen writing on paper while standing beside man wearing sunglasses

რემონტისას ყველაზე დამღლელი პროცესი საჭირო მასალის მოძიებაა, ეს დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. თუ დაიქირავებ ინტერიერის დიზაინერს ეს პრობლემა მოგეხსნება. ინტერიერის დიზაინერმა ზუსტად იცის კონკრეტული ადგილები, სადაც საჭირო მასალის შეძენას შეძლებს, შენ უბრალოდ ეუბნები, როგორი ფერი, ფორმა გსურს, ის კი კონტაქტების და გამოცდილების დახმარებით ყველაფერს მარტივადვე გაართმევს თავს.

სანამ თავად გადაწყვეტდე სახლის მოწყობას ჯერ კარგად დაფიქრდი, გაანალიზე, რამდენი წინააღმდეგობა შეიძლება შეგხვდეს წინ.

თუ დაინტერესებული ხარ ინტერიერის დიზაინით, ციფრული ინდუსტრიის აკადემია გთავაზობს ინტერიერის დიზაინის კურსს.

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე

ფასდაკლების მიღება