fbpx
პერფექციონიზმი

4 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა იყო პერფექციონისტი

თარიღი: 1 July, 2020

პერფექციონისტი ხარ? ამ კითხვაზე სანამ პასუხს გასცემდე, ჯერ განვმარტავ რა არის პერფექციონიზმი. მარტივად, რომ ვთქვათ ეს არის საკუთარი თავისადმი ყოველდღიურად წაყენებული უფრო მაღალი დონის მოთხოვნები, ვიდრე ამას გარემოება ითხოვს, სრულყოფილებისკენ და იდეალურობისკენ სწრაფვა. ერთი შეხედვით ეს ყველაფერი მომხიბვლელად ჩანს, თუმცა არსებობს მიზეზები, რომელთა გამოც ღირს პერფექციონიზმზე უარის თქმა.

4 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა იყო პერფექციონისტი:

შეცდომები განვითარებაში გეხმარება

broken blue ceramic plate

დიზაინს ქმნი, სტატიას წერ თუ დავალებას ასრულებ მნიშვნელობა არ აქვს, შეცდომების დაშვება ნორმალურია. ჯობია დაუშვა შეცდომა და ამ შეცდომის დახმარებით ისწავლო, განვითარდე, გაიზარდო, ვიდრე სულ ერთ დონეზე იყო სრულყოფილად.

ხარჯავ დიდ დროსა და ენერგიას

silver bell alarm clock

ადამიანები, რომლებიც პერფექციონიზმისკენ იხრებიან, ხშირად დიდ დროს უთმობენ მცირე დეტალებს, მუდმივად ფიქრობენ, რომ რასაც აკეთებენ არ არის საკმარისი. ეს ყველაფერი დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. მუდმივი უკმაყოფილება და დაძაბულობა უარყოფითად აისახება თქვენს საქმიანობასა და მოტივაციაზე. დაზოგეთ თქვენი ენერგია და დრო, ნუ დაუთმობთ თქვენს რესურს უმნიშვნელო დეტალებზე ფიქრს.

რთულად იღებს უარყოფით შეფასებას

two women sitting beside table and talking

პერფექციონისტებს უჭირთ კრიტიკის, უარყოფითი შეფასების მიღება. ისინი ფსიქოლოგიურად იმდენად არიან ორიენტირებული საუკეთესოსა და იდეალურის შექმნაზე, რომ უარყოფით შეფასებას არც ელოდებიან. საკმარისია ვინმემ მათ რაიმეს კორექტირება ან საერთოდ შეცვლა მოსთხოვოს, რომ მათი მოტივაციის ხარისხი საგძნობლად დაეცემა. პერფექციონისტებს შეფასების გარდა რჩევის მიღებაც უჭირთ.

არაიდეალურად ყოფნა უფრო კომფორტულია

person sitting on sofa while reading brochure holding teacup

 

როდესაც ყველაფრის შექმნას სრული სრულყოფილებით ცდილობ ავტომატურად სხვა ადამიანებიც ასეთი სტანდარტებითა და მოთხოვნებით განეწყობიან შენს მიმართ. ეს არამარტო პროფესიულ საქმინობას, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებასაც ეხება. მეტად კომფორტულია ,,გერქვას“ არაიდეალური და უბრალოდ ცდილობდე საქმის ხარისხიანად შესრულებას.

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე

ფასდაკლების მიღება