fbpx
სლოგანი

4 მიზეზი, რატომ სჭირდება ბრენდს სლოგანი

თარიღი: 12 October, 2020

რატომ ქმნიან ბრენდები სლოგანს, რისთვის არის საჭირო ერთი მცირე წინადადება, რომლის შექმნისთვის დიდი დრო და რესურსი იხარჯება?

სლოგანი ბრენდის იდენტობის ნაწილია, შესაბამისად მისი არსებობა ან პირიქით არარსებობა დიდ გავლენას ახდენს ბრენდის იმიჯზე.

გაეცანი 4 მიზეზს და გაიგე რატომ სჭირდება ყველა კომპანიას სლოგანი:

მომხმარებელს ამახსოვრდება საინტერესო წინადადებები

წიგნის კითხვისას ალბათ გაგიმუქებია ის ადგილი, სადაც საინტერესო ფრაზა შეგხვდა, რატომ?- იმიტომ, რომ ამ ფრაზამ შენზე დიდი გავლენა მოახდინა, საინტერესოდ მოგეჩვენა, საკუთარი თავი გაგახსენა. ასეთი ფრაზები ადამიანებს დიდი ხნის განმავლობაში ამახსოვრდებათ, სწორედ ასეა სლოგანის შემთხვევაშიც, ორიგინალურ სლოგანს მომხმარებელი ყოველთვის მარტივად იმახსოვრებს, ეს კი ბრენდის ცნობადობაზე დადებითად მოქმედებს.

მომხამრებელი იგებს რა არის შენი პროდუქტის უპირატესობა

selective photo of kid holding candies on gray wooden pallet board

სლოგანის დახმარებით შენ მომხმარებელს პროდუქტის ბენეფიტების შესახებ აწვდი ინფორმაციას. რა არის შენი პროდუქტი და რატომ უნდა იყიდოს ის მომხმარებელმა? ამ ყველაფერზე მოკლე და საინტერესო პასუხის გასაცემად სწორედ სლოგანი უნდა გამოიყენო.

მაგალითად, M&M’s-ის სლოგანი: ,,დნება პირში და არა სიცხეში”, ეს სლოგანი სწორედ პროდუქტის უპირატესობაზე ამახვილებს ყურადღებას.

სლოგანი გამოარჩევს ბრენდს

assorted-color on pens on white background

გქონდეს კარგი სლოგანი ნიშნავს, რომ გამოირჩეოდე სხვებისგან. სლოგანი ბრენდის იდენტობის ნაწილია ამიტომ მისი განსხვავებულობა ბრენდის იმიჯზეც დადებითად მოქმედებს.

მაგალითად, ,,აი, რა მიყვარს” ყოველთვის ემახსოვრება მომხმარებელს, როგორც Mcdonald’s-ის პროდუქტთან დაკავშირებული სიტყვები.

სლოგანი ბრენდს წარმოადგენს კონკურენტებთან

shallow focus photo of chess set

ლოგო, სახელი და სლოგანი, ამ კომპონენტებით შენ ბრენდს წარმოაჩენ კონკურენტ კომპანიებთან. იმისათვის, რომ კონკურენტებმა გაიგონ ვინ ხარ შენ და რატომ ხარ მასზე უკეთესი საჭიროა ყველა ამ კომპონენტის ეფექტურად გამოყენება.

რესურსისა დახარჯვა საინტერესო სლოგანზე ნამდვილად ღირებულია, რესურსს ერთჯერადად ხარჯავ, საბოლოოდ კი გრჩება მუდმივი და დასამახსოვრებელი ფრაზა.

რას ფიქრობ შენ?

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე

ფასდაკლების მიღება